ჰერმან მელვილი-მობი დიკი

„ რაც გინდათ ის დაარქვით ამ წიგნს,- „შედევრი“, „უდიდესი რომანი“- მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ თუკი იგი თქვენს გონებაში შემოვა, აღარასოდეს დაგტოვებთ.“ – სომერსეტ მოემი ეს არის მე19 საუკუნის რომანი, რომელიც მკითხველზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არ ვიცოდი, წერა როგორ დამეწყო, რადგან მისი წაკითხვის შემდეგ ჯერ კიდევ ფიქრებში ვარ და ვცდილობ, გავარკვიო ვინ… Continue reading ჰერმან მელვილი-მობი დიკი

გოეთე- იფიგენია თ(ტ)ავრიდში-იფიგენია როგორც მხსნელი

იოჰან ვოლფგანგ გოეთე, მე 18 საუკუნის მწერალი და მოაზროვნე, დაიბადა 1749წლის 28აგვისტოს. იგი იყო ვაიმარის სასახლის მინისტრი 1775. 1786წელს გოეთე იტალიაში ფარულად გაემგზავრა, სადაც ის დაეუფლა და წვდა ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეებს. მისი ეს მოგზაურობა გოეთეს ვაიმარული კლასიციზმის საფუძველი გახდა. გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით. იტალიაში… Continue reading გოეთე- იფიგენია თ(ტ)ავრიდში-იფიგენია როგორც მხსნელი

განაჩენის აბსურდულობა ფრანც კაფკას შემოქმედებაში

კაფკას შემოქმედება უჩვეულო და მეტად დამაფიქრებელია, ის განიხილავს საკითხს არა იმგვარად, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე, არამედ აბსურდის მხრიდან. ის გვაჩვენებს, რომ განაჩენი, რომელიც ადამიანებისთვის გამოაქვთ აბსურდულია, ეს ნათლად ჩანს მის რამდენიმე მოთხრობაში, „განაჩენი“, „სადამსჯელო კოლონიასა“ და „პროცესში“, აქვე მახსენდება ალბერტ კამიუს „უცხო“ სადაც ასევე განაჩენის აბსურდულობაზეა საუბარი, რაც მსგავსია კაფკას მსჯელობებისა. ადამიანები ხშირად დასჯილნი… Continue reading განაჩენის აბსურდულობა ფრანც კაფკას შემოქმედებაში

საზოგადოების პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში

  გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიო ერთიანად იცვლება. ხდება ერთგვარი გადატრიალება საზოგადოების ცხოვრებასა და აზროვნებაში. გლობალიზაციამ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებებიც მოიტანა, თუმცა ისტორია ხომ სწორედ ამგვარი ცვლილებებისაგან შედგება. ხდება ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა და მათი ერთ მსოფლიოში გაერთიანება, რის შედეგადაც საზოგადოების აზროვნება მხოლოდ იმ საზოგადოებით აღარ შემოიფარგლება, რომელშიც ის ცხოვრობს. გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ხალხთა დაახლოებას, თუმცა… Continue reading საზოგადოების პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში

ჰანა არენდტი და დანაშაული და გადამეტებული სასჯელი

შესავალი ამ  ნაშრომში საუბარი მექნება ჰანა არენდტის თეორიასა და საქართველოს იმ პერიოდზე, როცა მიმდინარეობდა დანაშაულებები და გადამეტებული სასჯელები. ეს თემა ძალზე მნიშვნელოვანია და ის ნამდვილად იმსახურებს ყურადღებით გაანალიზებასა და მსჯელობას. არენდტი იკვლევდა და წერდა პოლიტიკურ თეორიებზე, რომელმაც როგორც სხვა ქვენებში, ასევე საქართველოშიც ჰპოვა დასაბამი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი თეორია გამოვიყენო იმისათვის, რომ აღვწერო საქართველოში მიმდინარე… Continue reading ჰანა არენდტი და დანაშაული და გადამეტებული სასჯელი

სტენდალი „ წითელი და შავი “

ზოგჯერ დუმილი უფრო ფასეულია ვიდრე სიტყვა ცხოვრება ისეთი რამაა, რაც მოითხოვს საუბარს, თუმცა უფრო მეტად დუმილს. დუმილის დროს შეუძლებელია დაგცდეს ისეთი რამ რაც მომავალში პრობლემებს შეგიქმნის. დუმილი კი ვფიქრობ, ერთეულებს თუ შეუძლიათ და სწორედ ისეთ ადამიანებს, როგორიც ჟულიენ სორელია. მასში ყველაზე გონივრული თვისება ესაა რაც კი შეიძლებოდა დამენახა. მაშინ, როცა დუმილს არჩევ, გაქვს შესაძლებლობა გაუკეთო… Continue reading სტენდალი „ წითელი და შავი “

დეკარტის მითი

ადამიანის ყოველი ქმედება დამოკიდებულია ცნობიერებაზე ადამიანი, ეს არის ცოცხალი არსება, რომელსაც გააჩნია სხეული და მასთან ერთად ცნობიერება, რომელიც სხეულის შიგნითაა მოთავსებული და განაპირობებს ადამიანის ქცევებს. ჩემი მიზანია გაჩვენოთ თუ როგორ გამოხატავს სხეული იმას რაც ცნობიერებას ნებავს. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ადამიანის ყოველი ქმედება დამოკიდებულია ცნობიერებაზე. პირველი, სხეული ესაა ცნობიერების სურვილების გამომხატველი რამ, მეორე, ადამიანის ქმედებები უკვე… Continue reading დეკარტის მითი