განაჩენის აბსურდულობა ფრანც კაფკას შემოქმედებაში

კაფკას შემოქმედება უჩვეულო და მეტად დამაფიქრებელია, ის განიხილავს საკითხს არა იმგვარად, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე, არამედ აბსურდის მხრიდან. ის გვაჩვენებს, რომ განაჩენი, რომელიც ადამიანებისთვის გამოაქვთ აბსურდულია, ეს ნათლად ჩანს მის რამდენიმე მოთხრობაში, „განაჩენი“, „სადამსჯელო კოლონიასა“ და „პროცესში“, აქვე მახსენდება ალბერტ კამიუს „უცხო“ სადაც ასევე განაჩენის აბსურდულობაზეა საუბარი, რაც მსგავსია კაფკას მსჯელობებისა. ადამიანები ხშირად დასჯილნი… Continue reading განაჩენის აბსურდულობა ფრანც კაფკას შემოქმედებაში

საზოგადოების პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში

  გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიო ერთიანად იცვლება. ხდება ერთგვარი გადატრიალება საზოგადოების ცხოვრებასა და აზროვნებაში. გლობალიზაციამ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებებიც მოიტანა, თუმცა ისტორია ხომ სწორედ ამგვარი ცვლილებებისაგან შედგება. ხდება ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა და მათი ერთ მსოფლიოში გაერთიანება, რის შედეგადაც საზოგადოების აზროვნება მხოლოდ იმ საზოგადოებით აღარ შემოიფარგლება, რომელშიც ის ცხოვრობს. გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ხალხთა დაახლოებას, თუმცა… Continue reading საზოგადოების პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში

ჰანა არენდტი და დანაშაული და გადამეტებული სასჯელი

შესავალი ამ  ნაშრომში საუბარი მექნება ჰანა არენდტის თეორიასა და საქართველოს იმ პერიოდზე, როცა მიმდინარეობდა დანაშაულებები და გადამეტებული სასჯელები. ეს თემა ძალზე მნიშვნელოვანია და ის ნამდვილად იმსახურებს ყურადღებით გაანალიზებასა და მსჯელობას. არენდტი იკვლევდა და წერდა პოლიტიკურ თეორიებზე, რომელმაც როგორც სხვა ქვენებში, ასევე საქართველოშიც ჰპოვა დასაბამი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი თეორია გამოვიყენო იმისათვის, რომ აღვწერო საქართველოში მიმდინარე… Continue reading ჰანა არენდტი და დანაშაული და გადამეტებული სასჯელი

იდეალიზმის საფუძვლები

რა არის იდეა?, რა არის სიკეთე?, იდეათა თეორია. სოკრატე. არაცდისეული ცოდნის საფუძვლები. ჯობია ადამიანს რწმენა ჰქონდეს ცოდნის გარეშე, ვიდრე ცოდნა – რწმენის გარეშე. “მწამს, რადგან მინდა, რომ გავიგო და თუ მინდა, გავიგო, უნდა ვირწმუნო”. სული არის წმიდა არსება, სპირიტუსული არსება. ანამნეზისის თეორია.

ადამიანი, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსება

შესავალი            ადამიანი შექმნიდან თავისუფალი ნების არსებად ითვლება, თუმცა თუკი პირველყოფილ ადამიანებს გავიხსენებთ, გაგვახსენდება ისიც, რომ მათ არ შეეძლოთ გაეაზრებინათ, რას ნიშნავს თავისუფალი ნების მქონე არსებად ყოფნა. პრიმიტებიდან დღემდე სამყარომ დიდი ევოლუცია განიცადა, დღეს სამყარო სრულიად სხვაგვარია, ყველა ადამიანს აქვს გონება და მათ შეუძლიათ მისი გამოყენება, იმ გამონაკლისების გარდა, რომელთაც არ შესწევთ ამის უნარი.  ადამიანს… Continue reading ადამიანი, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსება

არის თუ არა იარაღის ტარების უფლება ნეგატიური თავისუფლების ნაწილი

შესავალი         საუკუნეების მანძილზე საზოგადოება ცდილობდა გაეხადა აშკარა, რა იყო კერძო და რა საზოგადო ქმედება. სადისკუსიო იყო თუ როდისაა დაშვებული საზოგადოების ჩარევა ინდივიდის ქმედებაში და როდის არა, როდის იზღუდება ადამიანის თავისუფლება, როდის უნდა აიძულონ პირი რამე ქმედებისაგან თავი შეიკავოს, ან კიდევ პირიქით, როდის უნდა აიძულონ ინდივიდი რაიმე მოიმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთი ქმედება გადადის… Continue reading არის თუ არა იარაღის ტარების უფლება ნეგატიური თავისუფლების ნაწილი

არაცნობიერი ცნობიერის მიღმა „ ძმებ კარამაზოვებში “

ფროიდი ფსიქოანალიზურ ანთროპოლოგიაში განიხილავს ადამიანს, როგორც არსებად რომელსაც დაუმახინჯდა ფსიქიკა, ვინაიდან მასზე გავლენას ახდენს საზოგადოება. მისთვის „ ადამიანი, როგორც ბუნებრივი მოცემულობა არის ღირებულება, ყველაფერი ცუდი მოდის სოციალური, კულტურული ნორმების ტირანიიდან, რომელიც ზღუდავს, ხელს უშლის ყველაზე არსებითი ადამიანური სურვილების დაკმაყოფილებას. რის გამოც მახინჯდება, უარესდება ადამიანის ბუნება. “[1] ადამიანი არსებაა, რომლის შინაგანი სამყარო ხშირად სხვას ითხოვს და… Continue reading არაცნობიერი ცნობიერის მიღმა „ ძმებ კარამაზოვებში “