რას გრძნობ, როცა აცნობიერებ, რომ შენზე ზრუნვა არავის არ სურს?! კაფკა შესანიშნავად გადმოსცემს ადამიანთა ბუნებას, არა იმგვარად, როგორც ამას სხვები აკეთებენ, არამედ განსხვავებულად. ტექსტი იწყება შემდეგი სიტყვებით “ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მწერად ქცეულიყო”. ტექსტის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ, ხვდები, რომ შენს გარშემო მყოფი ადამიანები, რომელთათვისაც სარგებლის მოტანა აღარ შეგიძლია, აუცილებლად დაგარწმუნებენ, რომ შენი არსებობა, არარსებობის ტოლფასია. ზამზამ დაკარგა ფუნქცია, მას აღარ აქვს უნარი მუშაობისა და ოჯახის წევრების რჩენის. მათთვის კი მწერად ქცეული გრეგორი ტვირთი ხდება. ერთი ყველასთვის უვლიდა, მაგრამ სამმა ადამიანმა ერთი პატარა მწერის მოვლა არ ისურვეს, რატომ?!- იმიტომ, რომ ის მათთვის სარგებლის მომტანი აღარ იყო. ასე ხდება ცხოვრებაში, როცა ოჯახის მარჩენალს რაღაც შეემთხვევა, ის ყველასგან გრძნობს, რომ ტვირთად იქცა, მაგრამ არავინ ფიქრობს, თუ რა ტვირთი აწვა აქამდე მას. ავტორის შესანიშნავი გადმოცემის სტილი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, მეტამორფოზა კი ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია ლიტერატურაში.
sad viyidi am wigns?
LikeLike
წიგნის მაღაზიებში იქნება, ან ისე ფბზე რომ ნახო არის გვერდები სადაც წიგნებს ყიდიან და აქვთ კაფკას მოთხრობების წიგნი სადაც ესეც შედის 🙂
LikeLike