გოეთე- იფიგენია თ(ტ)ავრიდში-იფიგენია როგორც მხსნელი

იოჰან ვოლფგანგ გოეთე, მე 18 საუკუნის მწერალი და მოაზროვნე, დაიბადა 1749წლის 28აგვისტოს. იგი იყო ვაიმარის სასახლის მინისტრი 1775. 1786წელს გოეთე იტალიაში ფარულად გაემგზავრა, სადაც ის დაეუფლა და წვდა ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეებს. მისი ეს მოგზაურობა გოეთეს ვაიმარული კლასიციზმის საფუძველი გახდა. გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით. იტალიაში ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ გამოაქვეყნა, მისი პირველი ნეოკლასიკური ნამუშევარი, დრამა „ იფიგენია თ(ტ)ავრიდში “ რომელიც ასახავს დიდ ბერძნულ დრამას ევრიპიდეს „ იფიგენია თ(ტ)ავრიდში“ .

„იფიგენია თავრიდში“  არის ნებისმიერ ჟანრის ერთ-ერთი დიდებული ნამუშევარი და ტრანსცენდენტური შედევრი გერმანული ლიტერატურისა. დრამას გოეთე იწყებს ევრიპიდეს მსგავს თემაზე დაწერილი სიუჟეტით. იფიგენია არის აგამემნონის ქალიშვილი, რომელიც მსხვერპლშეწირვას გადაარჩინა ქალღმერთ დიანამ და გადაიყვანა ტროაში, სადაც ის  უკვე დიდი ხანია, რაც ბარბაროსების ქურუმია. სიუჟეტი ეხება მის შველას ორესტის მიერ. რომელსაც, მას შემდეგ, რაც კლიტემანსტრა მოკლა, წინასწარმეტყველმა განუცხადა, ცოდვას დიანას ძეგლით გამოისყიდიდა. ევრიპიდე შეშფოთებულია მხოლოდ ინტრიგების წარმატებით.  გოეთემ გარდაქმნა მასალა და ღრმად ასახა ნდობა და პასუხისმგებლობა. მის იფიგენიას ძეგლის ქურდობის ეჭვი აწუხებს. მიუხედავად მისი შინ დაბრუნების ლტოლვისა, ის არ არის მზად, აუნაზღაუროს მათ სტუმართმოყვარეობა მისი უგვანო საქციელით. ასევე, არსებობს რელიგიური თემა, რომელსაც ანჯამებზე ჰკიდებს ორჭოფი წინასწარმეტყველი:  როდესაც აპოლომ განუცხადა ორესტეს დააბრუნოს თავისი და საბერძნეთში, გულისხმობდა დიანას ან ორესტეს დას. ეს მოტივი არის შემთხვევა გამოკვლევისთვის ურთიერთობისა ადამიანებსა და ღვთისმეტყველებს შორის. ასეთი თავისებურებები მოგვცემს გოეთეს პიესის შინაგანი და სულიერი თვისების  გარკვეულ  განსხვავებებს უძველესიდან ან შექსპირისეული ტრაგედიიდან. ამგვარად, გამართლებული იქნება საუბარი მონათესავე გოეთესა და ქალაქ რასინის თეატრს შორის.

მთელი ეს დრამა ასახვაა იფიგენიას მოვალეობისა, რომელიც ყოველივეს პირნათლად ასრულებს. ქვემოთ ვრცლად განვიხილავ მთელს დრამას და დავინახავთ, რომ იფიგენია ეს არის მხსნელი ქურუმი ქალი, რომლის სიტყვა თვით მეფე თოასისთვისაც ბევრს ნიშნავს. მის მიერ მოპოვებული ნდობა, ქალღმერთ დიანას დამსახურებაა. მისი მოვალეობაა ყოველგვარი ბოროტების უკუგდება და სიმშვიდის  დასადგურება ყველგან სადაც ფეხს დადგამს. რადგან მე ვწერ იფიგენიაზე, როგორც მხსნელზე, ამიტომ ძირითად ყურადღებას გავამახვილებ იმ მომენტებზე სადაც იფიგენია ამ როლში გვევლინება, ზოგადად ვისაუბრებ ყველაფერზე, თუმცა ყურადღების ცენტრში მოექცევა მხოლოდ ის მომენტები სადაც იფიგენია მხსნელია. პირველი, ის რომ მან იხსნა საკუთარი ქვეყანა მარცხისგან, მეორე, მან შეზღუდა თავრიდელთა სისხლიანი წესი და ამით იხსნა ბევრი ადამიანი სიკვდილისაგან, მათ შორის მისი ძმა ორესტი და პილადეც, ბოლოს კი იხსნის საკუთარ თავსაც და ძმასა და მის მეგობართან ერთად მეფის ნებართვით შინ გაემგზავრება.

გოეთეს დრამა 5 მოქმედებისგან შედგება, თითოეულ მოქმედება თანმიმდევრულადაა აღწერილი. პირველ მოქმედებაში საინტერესოა როგორ არიდებს პასუხს თავს იფიგენია თაოსის, თავრიდის მეფის ცოლობის თხოვნას. მას შემდეგ, რაც თოასი ეტყვის:

„ჩემი ხალხისა და ჩემივე საკეთილდღეოდ

მსურს სასახლეში წარგადგინო, როგორც საცოლე.

უმხელს იფიგენია თავის ვინაობას, და ეუბნება, რომ ის ტანტალის შთამომავალია. ტანტალუსი იყო ღმერთკაცი, რომელიც ერთხელ, სიყვარულის ღმერთებმა მიიწვიეს თავიანთ გაერთიანებაში. ტანტალუსმა ღმერთებს მოპარა ნექტარი და ამბროსია, მათი უკვდავების საჭმელი.  როცა  ღმერთებმა ნახეს, როგორ აგემოვნებდა მათ საჭმელს ტანტალუსი, მათ იგი გააძევეს მათი საზოგადოებიდან. ეს ყოველივე კი ცნობილი გახდა, როგორც წყევლა ტანტალიდის, რომელიც შთამომავლობაში გადადიოდა და ტანტალუსის შთამომავლობაში, ყოველ მომდევნო თაობას ამოძრავებდა თავისი ოჯახის წევრების მიმართ შურისძიება, სიძულვილი და მკვლელობა. ამგვარად, იფიგენიას მამა, აგამემნონი არის ტანტალუსის დიდი შვილიშვილი, რომელიც ქალღმერთ დიანას მსხვერპლად თავის შვილს სთავაზობს, რათა დიანამ უზრუნველყოს ქარი, რათა მათი მოგზაურობა ტროას წინააღმდეგ წარმატებით დასრულებულიყო. თუმცა დიანამ იფიგენია გადაარჩინა და გადაიყვანა თავრიდში. იფიგენია ამ ყველაფრით ცდილობს თავი აარიდოს და უარი უთხრას მეფეს ცოლობაზე, ის თავს მსხვერპლად აჩვენებს, ამბობს, რომ ღმერთები სასტიკები იყვნენ და რომ მათი ეს წყევლა მთელ მოდგმას თან სდევდა. და იფიგენია ტავრიდში არის იმიტომ რომ ეს ისურვა ქალღმერთ დიანამ და მან უნდა აღასრულოს მისი ნება. იფიგენიას საუბრიდან ჩანს, რომ თითქოს მას კიდევ აქვს იმედი შინ დაბრუნების, იმასაც ამბობს, რომ დიანას უნდა ემსახუროს, თუმცა ეს იმედიც მოსვენაბას არ აძლევს. მას სურს უკან დაბრუნება რათა ნახოს თავისი მონატრებული ხალხი, რომლებიც მხსნელის მოლოდინში არიან. ჩემი გადმოსახედიდან იფიგენია, რომელიც ამბობს რომ მეფის მიმართ ნდობითაა განმსჭვალული, თუკი მის საქციელს გადავავლებთ თვალს, მისი ეს გულახდილობა, რაც ტექსტიდანაც აშკარად ჩანს, განპირობებულია მეფის წინადადებით. ჩემთვის ამის გამო,  მის მეფისადმი ნდობას ფასი ეკარგება, და მგონია, რომ ეს მხოლოდ თავის დასაღწევად გააკეთა, და არა ნდობის მიზნით.

მეორე მოქმედებაში უკვე ჩნდება იფიგენიას ძმა ორესტი და მისი მეგობარი პილადე.  არსებობდა რწმენა, რომ კლიტემანტსრამ მოკლა აგამემნონი, რადგან იგი აგამემნონს იფიგენიას მკვლელობაში ადანაშაულებდა. მათ მიაჩნდათ, რომ იფიგენია უკვე მკვდარი იყო, რადგან მის შესახებ იმ დღის შემდეგ არაფერი აღარ სმენიათ. ამის გამო მოკლა აგამემნონი კლიტემანსტრამ. თუმცა, რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც კლიტემანსტრას ეს საქციელი გაუმართლებლად მიმაჩნია, მან იცოდა რომ ეს მსხვერპლი თავად ქალღმერთ დიანამ მოითხოვა და აგამემნონს სხვა გზა არ ქონდა, თუმცა, მის საქციელს ეს არ ამართლებს. აგამემნონი იმაშია დამნაშავე, რომ შვილის ძებნა არ დაიწყო, თუკი მკვდარი ეგონა და მიიღო მსხვერპლად დიანამ მაშინ მისი სხეული ხომ მშობებთან უნდა დარჩენილიყო, რომელსაც მიწას მიაბარებდნენ, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, მათ ჩათვალეს, რომ იფიგენია მოკვდა. დედას მამის მკვლელობა ვერ აპატია ორესტმა და თავის და ელექტრას დახმარებით მოკლა მამის მკვლელი დედა კლიტემანსტრა.  ამის კითხვის დროს თავში გვიტივტივდება ის წყევლის ამბავი, რომელიც დასაწყისში ვახსენე, მუდმივად თან დაგვყვება ამ დრამაში და ყოველთვის გვახსენებს თავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს წყევლა თაობიდან თაობას გადაეცემა და მათ ამოძრავებთ შურისძიება და მკვლელობა ოჯახის წევრებისა. ახლა უკვე ორესტი თვლის, რომ ოჯახის წყევლის ქვეშ მოექცა და ფიქრობს, რომ მასაც პირუტყვივით ელის სისხლის დაღვრა.  ამ მომქმედებაში ხდება შეხვედრა მათი იფიგენიასთან, ისინი მსჯავრის გამოსატანად გაგზავნა მასთან მეფემ. თუმცა საუბარს იფიგენა ისე ტკბილად იწყებს, თავიდანვე იგრძნობა, რომ მას არ სურს მათი სიკვდილით დასჯა, მით უფრო მაშინ, როცა ეს უკვე აკრძალულია მისი წყალობით. იფიგენიას ხმა, მისი საუბარი, ყველაფერი მართლაც იმაზე მიუთითებს, რომ ის რჩეული ქურუმია, და რომ მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იფიგენია, ეს არის ქალი ქურუმი, რომელმაც შეცვალა თავრიდში მცხოვრებთა წესები. სწორედ მან სთხოვა მეფეს, რომ აღარ დაესაჯა სიკვდილით არავინ. მეფე კი მის ნებას დაჰყვა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალღმერთ დიანას მოვლენილ მხსნელად მიიჩნევდა. იფიგენია, ხომ გასაჭირის ჟამს გამოეცხადა მას. რჩევასაც მას ეკითხებოდა ხოლმე და სწორედ ამიტომ გაგზავნა ორესტიცა და პილადეც მასთან, რათა მერე იფიგენიას მოსაზრება მოესმინა მათ შესახებ. მეორე მოქმედებაში  იფიგენია არკვევს მათ ვინაობას, თუმცა პილადე არ არის მასთან გულახდილი, რადგან მას ეშინია, ვაითუ მათი განზრახვა შეიტყოს და მათი სიცოცხლეც სიკვდილით დასრულდეს მისიის შეუსრულებლად. მეორე მოქმედებას გადაბმული სიუჟეტით მოსდევს მესამე, სადაც იფიგენია უკვე იტყობს მათ ნამდვილ ვინაობას, აქ მისთვის ცხადი ხდება, რომ ორესტი მისი ძმაა და პილადე ის, ვისთან ერთადაც ორესტი იზრდებოდა.  იფიგენია აქვე იგებს მათი განზრახვის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს ამ ყველაფერს, მაინც გადაწყვეტს მათ დახმარებას. ორესტი ხომ მისი ძმაა, მას ისღა დარჩა და როგორ შეიძლება, რომ არ დაეხმაროს.

მეოთხე მოქმედებაში უკვე, იფიგენია გვევლინება ქალად, რომელსაც შეუძლია რომ მეფის სიტყვას წინააღმდეგობა გაუწიოს და მისი ნების არ შესრულების მიზნით ტყუილიც თქვას.  არკადთან საუბრის დროს ის მისი ხასიათის სიმტკიცეს გვაჩვენებს და კარგად ვხედავთ, რომ ის ამ საქციელით მზადაა გვერდით დაუდგეს მის ძმას. მიუხედავად იმისა, რომ არკადს ატყუებს, და შესაბამისად მეფესაც, თუმცა ჩვენ კარგად ვხედავთ მთელი ამ დრამიდან თუ რარიგ უჭირს იფიგენიას მეფის მოტყუება. მისთვის ის მამასავითაა, რომელმაც გაუღო კარი და თავის სამფლობელოში შეუშვა, რომელსაც ენდობა. მეფე ხომ მხოლოდ მასთან იყო გულახდილი და იფიგენიას არ შეუძლია, მის ასეთ საქციელს ღალატით უპასუხოს. სწორედ ამიტომაა შინაგანი ომი იფიგენიასთან, ის ფიქრობს როგორ მოიქცეს, რა იქნება მისთვის და მისი ძმისთვის უკეთესი.

ბოლო მოქმედება, ანუ მეხუთე, ეს მეტად საინტერესოა, აქ იკვეთება, როგორც იფიგენიას ასევე მეფის სახე. მეხუთე მოქმედების მესამე გამოსვლაში ვხედავთ იფიგენიას  ძლიერ ქალად, რომელიც უშიშრად და თამამად ესაუბრება მეფეს. ქალი, რომლისთვისაც მორჩილება არ უსწავლებიათ. სწორედ ამას გვეუბნება თავად იფიგენია „არა, ვსწავლობდი ბავშვობიდან მე მორჩილებას,

ჯერ მშობლისადმი, ხოლო შემდეგ ქალღმერთისადმი… “

ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რომ იფიგენიას  არაფრის არ ეშინია, მან იპოვნა თავისი ძმა და ახლა უკვე მასში შინ დაბრუნების სურვილი უფრო მეტად გაღვივდა. მიუხედავად იმისა , რომ მან გადაწყვიტა ორესტისა და პილადეს დახმარება ის ამას ტყუილის გზით არ აპირებს. ამავე მოქმედებაში მეფესთან დიალოგში ვხედავთ, რომ იფიგენია იმდენად ენდობა მეფეს და მისი იმდენად მადლიერია, რომ მზადაა საკუთარი თავიც საფრთხეში ჩაიგდოს მეფისათვის სიმართლის გამხელით. გოეთე ხომ სწორედ ამ ორ თვისებას უსვამს ხაზს პატიოსნებასა და გულწრფელობას. იფიგენია კი მას მათ გამოსახატად სჭირდება, რასაც თავს არაჩვეულებრივად ართმევს. გოეთემ ეს თვისებები წინა პლანზე წამოწია და დაგვანახა თუ რა არის მთავარი, სწორედ ამიტომ იმარჯვებს იფიგენია მისი ამ თვისებებით, ის პატიოსნებითა და გულწრფელობით ახერხებს თვისი ძმისა და პილადესთვის სიკვდილის თავიდან არიდებას. მეფე იმდენად ნდობითაა აღჭურვილი იფიგენიას  მიმართ, რომ ის თანახმაა იმაზეც, რომ გაუშვას იფიგენიაც. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის იფიგენია ძვირფასია, მეფეს არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ იფიგენია მისთვის ერთდროულად იყო შვილი,  მეგობარი და ცოლი.

იფიგენია ის აღმოჩნდება ვისი უკან დაბრუნებაც წინასწარმეტყველმა ორესტეს უწინასწარმეტყველა. ორესტი მეფესა და იფიგენიასთან საუბრის დროს მიხვდება, რომ მისი წინასწარმეტყველება, არა დიანას ქანდაკების მოპარვას, არამედ იფიგენიას შინ დაბრუნებას გულისხმობდა. წინასწარმეტყველება იყო შემდეგი:

„ როს დააბრუნებ საბერძნეთში დას, ვინაც ახლა

ჩაკეტილია ტაძარში ტყვედ თავრიდის მხარეს,

ფურიებისგან თავს უშველი, აიხსნი წყევლას. “

იმის გამო, რომ იფიგენია მათ უკვე გარდაცვლილი ეგონათ, ამ წინასწარმეტყველებამ შეცდომაში შეიყვანა და სხვა რამ აფიქრებინა, თუმცა როგორც წესი ბოლოს ყველაფერი ირკვევა. და ახლაც ყოველივეს გარკვევის შემდეგ მეფე მზადაა, რომ გაუშვას იფიგენია თავის ძმასა და პილადესთან ერთად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს დრამა მთლიანად აჩვენებს პატიოსნებისა და გულწრფელობის დიად ძალას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მოულბობს გულს, რომელიც ყველასთვის დიდ უპირატესობად ითვლება. ამ ორი თვისებით ადამიანი იპოვებს ნდობას. ამ დრამაში კი ეს მთავარია.

გოეთეს ეს გარდაქმნილი მასალა, ვფიქრობ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მან სხვაგვარად დაანახა ამ დრამის შინაარსი და აზრი მკითხველს. მან სხვა ფასეულობებს გაუსვა ხაზი. დაგვანახა თუ რა ძალა აქვს ქალის სიტყვას, მაშინ როდესაც ის გულწრფელი და პატიოსანია. მაშინ, როდესაც ის მოიპოვებს ადამიანთა ნდობას. ეს ის მთავარი თვისებებია, რომლითაც ამ დრამის მთავარი მოქმედი პირი ხასიათდება. იფიგენია ძლიერი ქალია, რომელიც არ უშინდება არცერთ წინააღმდეგობას, ის მზადაა დაუპირისპიროს ყველასა და ყველაფერს თავისი სიმართლე. იფიგენია მოვალეობას პირნათლად ასრულებს, ის თავისი პატიოსნებითა და გულწრფელობით ბევრ ადამიანს მხსნელად მოევლინა. დრამის დასასრულს ვხედავთ, რომ მეფეს უჭირს მასთან გამომშვიდობება, თუმცა მან ისიც კარგად იცის, რომ იფიგენიას აქვს მოვალეობა, რომელიც უნდა შეასრულოს.

გოეთემ შეძლო სათქმელის მკითხველამდე მიტანა, ის არაჩვეულებრივია მისი ნამუშევრებითა და პერსონაჟებით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s