საზოგადოების პრობლემა თანამედროვე მსოფლიოში

 

გლობალიზაციის ეპოქაში მსოფლიო ერთიანად იცვლება. ხდება ერთგვარი გადატრიალება საზოგადოების ცხოვრებასა და აზროვნებაში. გლობალიზაციამ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებებიც მოიტანა, თუმცა ისტორია ხომ სწორედ ამგვარი ცვლილებებისაგან შედგება. ხდება ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა და მათი ერთ მსოფლიოში გაერთიანება, რის შედეგადაც საზოგადოების აზროვნება მხოლოდ იმ საზოგადოებით აღარ შემოიფარგლება, რომელშიც ის ცხოვრობს. გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ხალხთა დაახლოებას, თუმცა ამავე დროს მან ძლიერ ქვეყნებს მისცა შესაძლებლობა, რომ იბრძოლონ მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. როგორც აღვნიშნე, გლობალიზაცია ერთდროულად მოიცავს პოზიტიურსა და ნეგტიურ პროცესებს. მისი მეშვეობით ხდება პროგრესი, რაც ხელს უწყობს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, თუმცა მეორე მხრივ ის საფრთხეს უქმნის პატარა ქვეყნების სუვერენულობას, მათ არ აქვთ იმის ძალა, რომ თავი დაიცვან მათ გარშემო მიმდინარე ცვლილებებისაგან, რის გამოც საფრთხე ექმნება მათ კულტურასა თუ ტრადიციას.

გლობალიზაცია, რომელიც ანგრევს ტრადიციული ცხოვრების წესს, ქმნის თანამედროვე ანუ მოდერნულ სამყაროს, სადაც საზოგადოების გაყოფა ხდება, ერთ ნაწილს სურს შეინარჩუნოს ტრადიციები და იცხოვროს ძველი ადათ-წესებით, ხოლო მეორე ნაწილს სურს თავისუფლება. ჩემს ნაშრომში სწორედ ამ უკანასკნელზე მექნება ძირითადი აქცენტი გაკეთებული, რადგან მნიშვნელოვანია იმ საზოგადოების მიზნებისა თუ ცხოვრების წესის გაგება, რომელთაც თავისუფლება სურთ. რას ნიშნავს საერთოდ მათთვის თავისუფლება და რატომ ხდება ხშირად მისი არასწორი გაგება.

საკითხები, რომელზეც ვისაუბრებ დაეყრდნობა ცნობილი ადამიანების მოსაზრებებს, რითიც შევეცდები ავხსნა, თუ რა პრობლემები ექმნება საზოგადოებას თანამედროვე მსოფლიოში, მათ ვინც დიდი გზა გაიარეს აქამდე მოსასვლელად. აღვწერ ამ განვლილ გაზას, თუ როგორ მოხდა მათი საზოგადოებად ჩამოყალიბება, როგორ მოხდა მათი განვითარება, როგორ შეძლეს განათლების მიღება, როგორ განავითარეს ტექნოლოგიები და ისწავლეს მათ მიერ შექმნილი პროდუქტებისა თუ ნივთების მოხმარება. რა არის თავისუფლება, რატომ ხდება საზოგადოების მიერ მისი არასწორად გაგება და რა როლი აქვს სახელმწიფოს, რელიგიასა და მედიას ამ ცნების გაგებაში.  საბოლოოდ გაჩვენებთ, რომ საზოგადოება, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა, კვლავ უკან დასაბრუნებლად იბრძვის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ სურთ მათ იმის დაკარგვა, რაც დიდი შრომის შედეგად მოიპოვეს, რატომ არის საზოგადოება კულტურით უკმაყოფილო, იმით რამაც ისინი განვითარების გზაზე დააყენა.  ბოლოს კი დასკვნის ნაცვლად ვისაუბრებ, თუ სადამდე სურთ წასვლა და სად არის მათი ბოლო გაჩერება.

წაიკითხე მეტი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s