განაჩენის აბსურდულობა ფრანც კაფკას შემოქმედებაში

franz-kafka-2

კაფკას შემოქმედება უჩვეულო და მეტად დამაფიქრებელია, ის განიხილავს საკითხს არა იმგვარად, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე, არამედ აბსურდის მხრიდან. ის გვაჩვენებს, რომ განაჩენი, რომელიც ადამიანებისთვის გამოაქვთ აბსურდულია, ეს ნათლად ჩანს მის რამდენიმე მოთხრობაში, „განაჩენი“, „სადამსჯელო კოლონიასა“ და „პროცესში“, აქვე მახსენდება ალბერტ კამიუს „უცხო“ სადაც ასევე განაჩენის აბსურდულობაზეა საუბარი, რაც მსგავსია კაფკას მსჯელობებისა. ადამიანები ხშირად დასჯილნი არიან უსამართლოდ, შესაძლოა ისინი მართლაც იმსახურებენ სასჯელს, თუმცა მათთვის ხშირად განაჩენი არა დანაშაულის გამო არამედ სხვა მიზეზებით გამოაქვთ, ეს კი ნათელყოფს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი და მას ხშირად აბსურდული განაჩენი გამოაქვს. კაფკა აჩვენებს სასამართლოს უძლურებას, ის გვანახებს რომ ის რაც ჩვენ სწორი და სამართლიანი გვგონია ასე არაა, როდესაც განვიხილავ კაფკას მოთხრობებს, ნათლად გამოჩნდება, ის რასაც ვემსახურებით და გვგონია, რომ ეს აუცილებელი და სამართლიანია, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ჩვენ აბსურდს ვემსახურებით, იმას რაც სიმართლე არაა და რისი ფუნქციებიც მორღვეულია. რამდენად სამართლიანია განაჩენი, რომელიც მამას გამოაქვს შვილისთვის?!, არის კი აპარატი სრულყოფილი და იმსახურებს ის ერთგულებას?!, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი დამნაშავედ, მაშინ, როცა უცნობია რაში ედება დანაშაული და რატომ გამოაქვთ ასეთ დროს სასიკვდილო განაჩენი, არის თუ არა ბრალის უსაფუძვლოდ დადება სასამართლოს სისუსტე. ბოლოს კი დასკვნის სახით შევაჯამებ, რაში მდგომარეობს კაფკას მოთხრობებში განაჩენის აბსურდულობა.

წაიკითხე მეტი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s