სტენდალი „ წითელი და შავი “

ზოგჯერ დუმილი უფრო ფასეულია ვიდრე სიტყვა
ცხოვრება ისეთი რამაა, რაც მოითხოვს საუბარს, თუმცა უფრო მეტად დუმილს. დუმილის დროს შეუძლებელია დაგცდეს ისეთი რამ რაც მომავალში პრობლემებს შეგიქმნის. დუმილი კი ვფიქრობ, ერთეულებს თუ შეუძლიათ და სწორედ ისეთ ადამიანებს, როგორიც ჟულიენ სორელია. მასში ყველაზე გონივრული თვისება ესაა რაც კი შეიძლებოდა დამენახა. მაშინ, როცა დუმილს არჩევ, გაქვს შესაძლებლობა გაუკეთო ანალიზი ყველაფერ იმას, რაც შენს გარშემო ხდება. ამ დროს შენ არ ამბობ იმას, რასაც რეალურად ფიქრობ, არამედ ამბობ მხოლოდ იმას რაც იმ მომენტში მიგაჩნია მართებულად და ეს ნათქვამი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების ფიქრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აუცილებლად გაგაძევებენ თავიანთი საზოგადოებიდან, როგორც განსხვავებული აზრისა და შეხედულებების მქონეს. დუმილი გონიერი ადამიანების თვისებაა, ვინაიდან მათ იციან, რომ დუმილი უფრო ფასეულია ვიდრე სიტყვა. დუმილის დროს ვერ გაყიდი საკუთარ თავს და რაც მთავარია დუმილი აუცილებლად მოიტანს დიდ წარმატებას.
სტენდალის „ წითელი და შავი “ ის ერთ-ერთი ნაწარმოებია, რომლის კითხვისას მრავალი საკითხი იჭრება, თუმცა უმთავრესი მაინც ის ორი მხარეა, რომელზეც აგებულია მთელი რომანი. ერთ მხარეს დგანან ნაპოლეონის მოწინააღმდეგები ხოლო მეორე მხარეს მისი მომხრეები. ჟულიენი კი თითქმის მარტო აღმოჩნდა ყველა იმ ადამიანთა შორის, ვინც პირველ მხარეს, ანუ ნაპოლეონის მოწინააღმდეგეებს განეკუთვნებიან. ნაწარმოებში აშკარად ჩანს, თუ რა გულმოდგინედ ცდილობს ჟულიენი საკუთარი ფიქრების დამალვას დუმილით. ის ამბობს იმას, რაც იცის, რომ საზოგადოებას მოეწონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ეს უკვე აღვნიშნე იგი გაძევებული იქნება საზოგადოებიდან, ანდა ვინ იცის კიდეც რა შედეგი შეიძლება მოყვეს თუკი ისინი გაიგენებ, რომ ჟულიენი ნაპოლეონის მხარდამჭერია. გავიხსენოთ საიდან იწყება მისი წარმატება, ეს ხდება მაშინ, როცა ვერიერის მერი ბავშვების აღმზრდელად აიყვანს. ჟულიენმა „ ლათინურ ენაზე ზეპირად ისწავლა ახალი აღთქმა, მან იცოდა აგრეთვე რეაქციის ახალი სახარება- ჟოზეფ დე მესტრის (კონტრრევოლუციონერი მწერალი, იცავდა რომის პაპისა და სამღვდელოების ხელისუფლების იდეას) წიგნი „ პაპის შესახებ, “ თუმცა ესეც ისევე ნაკლებ სწამდა, როგორც ახალი აღთქმისა. “ აქედან კარგად ჩანს, რომ ადამიანს, რომელსაც შეუძლია აღალი აღთქმის დაზეპირება მას ამის არ სწამს, თუმცა ნაწარმოებში ამას ჟულიენი არ ამბობს, ამით ხომ საკუთარ თავს შეუქმნიდა საფრთხეს. მისი დუმილი წინდახედული ნაბიჯია, რაც მის შემდგომ წარმატებას განაპირობებს. მისი მიზანი იყო სასულიერო პირად გახდომა, განა იმიტომ, რო ეს მოსწონდა, არა ეს მხოლოდ იმის გამო სურდა, რომ სასულიერო პირს იმაზე 3-ჯერ მეტი შემოსავალი ქონდა, ვიდრე ნაპოლეონის სახელოვან სადივიზიო გენერლებს. მისთვის სასულიერო პირად გახდომა, სწორედაც, რომ გზა იყო თავის რჩენის, წარმატებისა და უზრუნველყოფილი ცხოვრებისა. ჟულიენი არის ადამიანი, რომელიც სასულიერო პირთა წრეში ტრიალებს თუმცა ის თავისი დუმილით ცდილობს დამალოს სიმართლე. იგი არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ ქალებთან ურთიერთობის დროსაც ამგვარად იქცევა. მაშინ როცა დაინახავს, რომ ქალბატონ დე რენალს უყვარს ის მის ხელში ჩაგდებას ცდილობს, თანაც ისე, რომ თავად არაფერს განიცდის გარდა პატივმოყვარეობისა. მას შეუძლია ქალი გონების გარეშე ამოქმედოს, დე რენალი კი სწორედ ამგვარ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ის მოქმედებდა არა გონებით არამედ გულისა და ემოციების კარნახით. მიუხედავად იმისა რომ მასში შიში იყო ის მაინც რისკავდა, მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარდა. ჟულიენი კი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. თუმცა მასთანაც, როგორც ეს მატილდასთან შეემთხვა, მოხდა ისე რომ მცირე დროით გულის კარნახს მიჰყვა, თუმცა საბოლოოდ მასზე მაინც გონება იმარჯვებდა. მატილდასთან მის ურთიერთობასაც თუ გავიხსენებთ, ისიც აღსანიშნავია, რომ ის მატილდასთან არაფერს ამბობდა მის მეგობრებზე და დუმილით უსმენდა, თუ რას საუბრობდა თავად ქალი, ამის საფუძველზე იგი დასკვნებს აკეთებდა და მის გულში სიხარულმა დაისადგურა, როცა გააცნობიერა, რომ „ მატილდა არც ერთი მათგანისთვის არ ყოფილა ის, რაც მან კეთილინება და ორჯე იყო ჩემთვის. “ აქ იგულისხმებიან კაიუსი, დე ლიუზი და კრუაზენუა, სწორედ ამ ადამიანებთან უპირატესობა იგრძნო მან მატილდას საქციელით.
ჟულიენი ჩუმად კითხულობდა წიგნებს, ის დაეუფლა ბატონის ცოლს, დაეუფლა მდიდარ ქალბატონს, რომელსაც სხვა მდიდრები სთავაზობდნენ ცოლობას, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ჟულიენი განსხვავებულია, რომ მას შეუძლია აზროვნება და ყველასგან განსხვავებული საუბარი განაპირობა ამ ქალების მსგავსი დამოკიდებულება. დე რენალის შემთხვევაში ეს იყო სიყვარული, რომელიც არა გონებით, არამედ გულით კონტროლდებოდა და მატილდას შემთხვევაში, ეს იყო გრძნობა, რომელზეც ორივე მათგანი გონებით ფიქრობდა, თუმცა ტექსტში ვხედავთ მატილდას საქციელს, როცა ის ჟულიენს აღიარებს თავის ბატონად „ შენ ჩემი ბატონი ხარ, მე კი შენი- მონა. “ ეს უფრო მეტად იმპულსებზე დამყარებულია ვიდრე გონებაზე, რასაც შემდგომ ნანობს კიდეც, თუმცა საინტერესო კიდევ ის არის, რომ როცა, მატილდა უარს ამბობს გონების გამოყენებაზე, ჟულიენთან კვლავაც გონება იმარჯვებს. ანუ ეს მოწმობს კიდევ ერთხელ იმას, რომ მისი ყოველი საქციელი მისი ეს დუმილიც სწორედაც, რომ გონების მიერაა ნაკარნახები. არ შემიძლი არ გავიხსენო ეპიზოდი, როცა დე რენალს სთხოვს სურათის მოტანას, სურათის, რომელზეც ნაპოლეონია გამოსახული და რის შესახებაც არაფერს ეუბნება დე რენალს თუმცა მისთვის საკმარისი აღმოჩნდა სატრფოს სურვილი. ჟულიენი გამუდმებით ცდილობს დამალოს ნაპოლეონის არსებობა მის გონებაში, თუმცა ამავე დროს ის ყოველთვის ახსოვს და მის მიერ გამოთქმული აზრებიც მისგან მომდინარეობს.
ჩემი, როგორც მკითხველის გადმოსახედიდან ჟულიენი ძალზედ ჭკუიანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყოველი წარმატება ტყუილზეა დამყარებული ის ამას მაინც არ აჩვენებს სხვებს, ეს მხოლოდ მან იცის. მისი ეს დუმილის თვისება მეტად დასაფასებელია, მართლაც თითქმის არ არსებობენ მსგავსი პიროვნებები. მის დუმილსა და დაკვირვებულობას კიდევ ვაწყდებით სალონში, სადაც ის მარკიზმა წაიყვანა თორმეტი კაცის შეკრებაზე და სადაც უნდა გაეკეთებინა ჩანაწერები. ჟულიენმა იქ მოისმინა ისეთი თემები, რომელზეც ეგონა, რომ არასდროს საუბრობდნენ, ეს ის იყო რაც ნაპოლეონს შეეხებოდა, ეს იყო გეგმები, თუ როგორ უნდა გადაერჩინათ პარიზი და რაც მთავარია, ჟულიენს ურთულესი როლი ეკისრა, ის იყო ელჩი, რომელსაც ზეპირად უნდა დაემახსოვრებინა ამ შეხვედრიდან გაკეთებული ოთხ გვერდიან ჩანაწერი და უნდა წასულიყო სტრასბურგში. მთელი შეკრების განმავლობაში, რომელიც საბოლოოდ დასრულდა სამ საათზე, ვინაიდან სწორედ ამ დროს დატოვეს სალონი ჟულიენმა და მარკიზმა, მას ხმა არ ამოუღია, ის უბრალოდ დუმილით ისმენდა ყველა იმ აზრს რაც კი გამოითქვა და ზოგის გაგონებაც გულს უხარებდა. მართალია, ჟულიენი სიკვდილით დასაჯეს, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ მან დუმილით ბევრი მოიგო, ის ხომ დუმილის გარეშე მანამდე მოკვდებოდა ვიდრე მცირე წარმატებას მაინც მიაღწევდა, მანამ სანამ ვერიერს გასცდებოდა. მან აისრულა ოცნება და გასცდა ვერიერს, მან დაიკმაყოფილა პატივმოყვარეობა, დაიკავა ადგილი წარჩინებულ საზოგადოებაში, მეტი რაღა უნდა უნდოდეს ჟულიენის მსგავს ადამიანს?- ვფიქრობ, რომ არაფერი, მისთვის ეს საკმარისი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჟულიენი ძალიან ახალგაზრდა იყო, ვფიქრობ, მას ბოლომდე ჰქონდა გაცნობიერებული საკუთრი მიზნები, რომლთა სისრულეში მოყვანაც სურდა. ნაპოლეონი, „ ახალი აღთქმა, “ სასულიერო პირი, ეს ისაა რაც მუდმივად თან სდევდა ჟულიენს. ნაპოლეონზე ფიქრი და გამუდმებით მასთან პარალელები, „ ახალი აღთქმის “ გამოყენება წარმატების მიღწევის საწყისი ეტაპებისთვის და სასულიერო პირად გახდომა მომავალი კეთილდღეობისთვის. ყველაფერ ამას აღწევს დუმილის მეშვეობით. თუკი რომანს დაკვირვებით წაიკითხავთ, თქვენც აღმოაჩენთ, რომ ის მთელი რომანის განმავლობაში დუმს ამ თემებთან დაკავშირებით, თუ არ ჩავთვლით წამოცდენებს ნაპოლეონთან დაკავშირებით, რომელიც მალევე სხვა აზრით გადაფარა. ჟულიენის შემთხვევაში, დუმილი უფრო ფასეულია ვიდრე სიტყვა, მას სწორედ დუმილი დაეხმარა ყოველივე იმის მიღებაში რაც სურდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s