ჯოზეფ ლევინის პასუხი ფრენკ ჯეკსონს ანტიფიზიკალისტურ არგუმენტს

ჯოზეფ ლევინი ნაშრომს იწყებს ბრალდებით, რომელიც ფიზიკალისტურ თეორიებს აქვს წაყენებული. ეს ბრალდება ამბობს, „ რომ ეს თეორიები აუცილებლად „ გამოტოვებს “ მენტალური ცხოვრების ქვალიტეტურ ცნობიერ მხარეს.“ აქვე ამბობს, რომ ეს ბრალდება არ არის ნათელი, ეს არ მოიცავს ნათელ პასუხს თუ რაში ედება ბრალი კონკრეტულად ფიზიკალისტურ თეორიებს. სწორედ ამიტომ ის განიხილავს საულ კრეპკისა და ფრენც ჯეკსონის არგუმენტებს. ჯეკსონის არგუმენტის განხილვით დავინახავთ, რომ რაღაცის გაგება არის თუ როგორია გარკვეულ ფიზიკურ-ფუნქციურ მდგომარეობაში ყოფნა. მეც შევეცდები ამ არგუმენტით დაგანახოთ ყოველივე ეს და ამისათვის ჯეკსონი მერის არგუმენტს კარგად განვიხილავ.
უპირველესად მოკლედ აღვწერ მერის არგუმენტს რათა ყველაფერი უფრო ნათელი იყოს და შემდეგ განვიხილავ მას. მერი ოთახშია ჩაკეტილი, მას ყველაფერი შავ-თეთრი აქვს. ის სამყაროს სწავლობს შავ ფ ფერებით. მან იცის ყველა ფიზიკური ფაქტი ჩვენი და ჩვენი გარემოს შესახებ. ჯეკსონი ამბობს „ თუ ფიზიკალიზმი ჭეშმარიტია, მან იცის ყველაფერი, რის ცოდნაც შეიძლება “ (ფრენკ ჯეკსონი-რა არ იცოდა მერიმ გვ428). მას შემდეგ, რაც მერის ოთახიდან გამოუშვებენ და ის დაინახავს რაიმე წითელს, ჯეკსონისთვის ეს არის სწავლის აღწერა, თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ლევინი და მისი მოსაზრება საკმაოდ რეალურია. რადგან მისი მტკიცებით, „ მერის შემთხვევა აჩვენებს, რომ ადამიანმა შეიძლება იცოდეს, რომელ ფიზიკურ (ან ფუნქციურ) აღწერას აკმაყოფილებს რაღაც მენტალური მდგომარეობა, მაგრამ არ იცოდეს, როგორია ამ მდგომარეობაში ყოფნა “ ( ჯოზეფ ლევინი-იმის გამოტოვებაზე, თუ როგორია ჯეკსონის არგუმენტი გვ442). მერიმ თუ ყველაფერი იცის მან მაშინ წითლის არსებობაც იცის, ის ან წაიკითხავდა ან ტელევიზორში მოისმენდა სიტყვა წითელს, ოთახიდან გამოსვლის შემდეგ კი ის უბრალოდ აღიქვამს წითელ ფერს. ფერს, რომლის არსებობაც იცოდა მაგრამ არ იცოდა რეალურად როგორი იყო ს. ეს არ იქნება სწავლის აღწერა, როგორც ჯეკსონი ამბობს, ეს არის იმის გაგება თუ რა მდგომარეობაა წითლად ყოფნა. ანალოგიური შეიძლება ითქვას ტკივილზეც. მერის ეცოდინებოდა ტკივილის არსებობა, თუმცა ის მხოლოდ მაშინ გიგებდა რას ნიშნავს ტკივილის მდგომარეობაში ყოფნა, როცა რაღაც ეტკინებოდა, წითლის მსგავსი შემთხევა გვაქვს, აქ ხდება უბრალოდ იმ მდგომარეობის გაგება, რომლის არსებობაც მისთვის ცნობილია.
სწორედაც რომ ზემოთ მოყვანილი არგუმენტი, რომელიც ჯეკსონმა ფიზიკალიზმის მცდარად გამოსაცხადებლად გამოიყვანა არც თუ ისე დასაბუთებულია. ეს არ არის ბოლომდე შესწავლილი და სწორედ ამიტომ მოხდა ამგვარად, რომ მერის წითლის დანახვა არ არის სწავლის აღწერა. მერისთან დაკავშირებით ლევინს ჰორგანის მტკიცებაც მოსწონს. ის ამტკიცებს, „ რომ მერის შემთხვევა აჩვენებს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომელსაც მერი იძენს ოთახიდან გამოსვლისას და რომელიც არ არის ფიზიკური ინფორმაცია პირველი აზრით, მაგრამ არა იმას, რომ ეს არ არის ფიზიკური ინფორმაცია მეორე აზრით “ (ჯოზეფ ლევინი-იმის გამოტოვებაზე, თუ როგორია ჯეკსონის არგუმენტი გვ442). ეს კი იმას გულისხმობს რაც ზემოთ უკვე ვთქვი, მერიმ იცის რომ არსებობს წითელი თუმცა ოთახიდან გასვლის შემდეგ გაიგო თუ როგორია წითლად ყოფნა. მისი, რაღაც ახლის გამოცდილება აჩვენებს იმას, რომ მან ახლა იცის ის რაც აქამდე არ იცოდა. ამასთანავე ჰორგანი ამბობს, რომ მერის შემთხვევა გამოხატავს იმას, „ რომ ერთი და იმავე ფაქტის ეპისტემური წვდომის მოპოვების რამდენიმე სხვადასხვა გზა არსებობს. მწვდომის ხერხების სხვადასხვაგვარობიდან არ შეიძლება დავასკვნათ იმ ფაქტების სხვადასხვაგვარობა, რომელთაც ასე ვწვდებით“ (ჯოზეფ ლევინი-იმის გამოტოვებაზე, თუ როგორია ჯეკსონის არგუმენტი გვ442).
ამგვარად, ვთვლი, რომ ჯეკსონმა კარგად ვერ გათვალა რა პასუხი შეიძლება გაეცათ მისი არგუმენტისთვის, ლევინის არგუმენტი კი გვაფიქრებს და გვაეჭვებს ჯეკსონის სისწორეში. ერთი შეხედვით მართლაც ჩანს, თითქოს მერი ახალს სწავლობს, თუმცა წითლის მაგალითი გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია იცოდე წითელი, ანუ ის რომ არსებობს რაღაც რაც წითელია და შემდეგ აღმოაჩინო რაღაც რაც სწორედ ამ მდგომარეობაშია, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ შენ ახალი რამ ისწავლე. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გაიგე რას ნიშნავს ამ მდგომარეობაში ყოფნა. აქედან გამოდის, რომ ფიზიკალიზმი მცდარი არაა და გამოდის, რომ შეცდა ჯეკსონიც როცა მის ჭეშმარიტებაში ეჭვი შეიტანა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s