ჩანაფიქრის შესაბამისად შექმნილი სისტემები

უძველესი დროიდან მიმდინარეობს ობიექტების შექმნა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ფიზიკური იქნება თუ ბიოლოგიური. მათ შექმნამდე, შემქმნელმა იცის თუ რისთვის იქნება ესა თუ ის ობიექტი სასარგებლო და ყოველივე ამის შესაბამისად მას აქვს ფუნქცია. ბიოლოგიურ ობიექტები (მცენარეები, ცხოველები, თირკმელები, გულები) არ არიან მხოლოდ ფიზიკური სისტემები, ისინი ჩანაფიქრის შესაბამისად შექმნილი სისტემებია, რადგან, ბიოლოგიური ობიექტები იქცევიან ისე, რომ შეიძლება მათი ქცევის პროგნოზირება ჩანაფიქრის თვალსაზრისიდან. აქვე მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად მიუწვდომელი თვით ჩანაფიქრის თვალსაზრისის შემთხვევაში, არსებობს კიდევ სხვა თვალსაზრისი ან სტრატეგია- ინტენციონალური თვალსაზრისი. სრულყოფილად შემჩნევადი, წვდომადი, დამახსოვრებადი ფაქტი არ იქცევა ჩემს რწმენად. ჭეშმარით მორწმუნეებს ძირითადად ჭეშმარიტებები სჯერათ.
როდესაც ქმნიან რაღაც ობიექტს მათ შეუძლიათ წინასწარ თქვან მათი ქცევების შესახებ გარკვეული მოსაზრებები. ეს ყველაფერი შესაძლოა გამართლდეს, რადგან ამ ობიექტის შექმნის დროს მათ სწორედაც რომ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული. რადგან ბიოლოგიური ობიექტები იქცევიან ისე, რომ შეიძლება მათი ქცევის პროგნოზირება ჩანაფიქრის თვალსაზრისიდან. გულის შექმნის დროს, შემქმნელი იტყვის, რომ გული აუცილებლად დაიწყებს ფეთქვას, და როდესაც ეს მართლა მოხდება, ზოგი ამას უბრალო გამართლებად, ზოგიც წინასწარმეტყველებად მიიჩნევს, თუმცა მთავარი არსი იმაშია, რომ შემქმნელს ჩაფიქრებული ქონდა გულის შექმნა, რომლის ფუნქციაც ფეთქვა იქნებოდა, რამაც გამოიწვია მისი ნათქვამის გამართლება. შესაძლოა ვინმემ ამის საპირისპიროს თქვას, რომ შესაძლოა პრაქტიკულად მიუწვდომელი იყოს თვით ჩანაფიქრის თვალსაზრისი. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად მიუწვდომელი თვით ჩანაფიქრის თვალსაზრისის შემთხვევაში, არსებობს კიდევ სხვა თვალსაზრისი ან სტრატეგია- ინტენციონალური თვალსაზრისი. ინტენციონალური თვალსაზრისი განიხილავს ობიექტს როგორც რაციონალური აგენტი.
თუკი ადამიანი სადმე გამომწყვდეულია და მას არ აქვს შეხება არაფერთან და არავისთან, ისინი უმეცრებად ყალიბდებიან. ამიტომ მათი გათვითცნობიერება იწყება მას შემდეგ რაც საგნებს შეხვდება და მათთან უშუალო კავშირი ექნება. სწორედაც, ადამიანი საგნების შესახებ მაშინ სწავლობს ოცა ამ საგნებს შეხვდება. ამის შემდეგ მათ უჩნდებათ რწმენა იმ საგნებისა რომელთაც ხედავენ ეხებიან, ფიქრობენ, თუმცა ბევრი სრულყოფილად შემჩნევადი, წვდომადი, დამახსოვრებადი ფაქტი არ იქცევა რწმენად. შესაძლებელია რაღაც ობიექტი ან მოვლენა მართლა არსებობდეს, თუმცა ეს ფაქტი ჩემში არ იქცევა წმენდა, ვინაიდან მე ამის მიმართ არ გამაჩნია არავითარი ინტერესი. ამის ნათელსაყოფად დენეტს მაგალითად მოყვანილი აქვს, რომ მან არ იცის თუ როგორ შეეფარდება ოთახში მყოფი სათვალიანი ადამიანების რაოდენობა შარვლიანი ადამიანებისას.(გვ 272) მას ეს რომ აინტერესებდეს აუცილებლად გაიგებდა, თუმცა ეს მოვლენა მასში ინტერესს არ იწვევს და შესაბამისად არც რწმენად არ იქცევა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინტენციონალური თვალსაზრისი მაინც არაა სრულყოფილი, რადგან მისი სტრატეგიის რწმენების წესი ვერ ხსნის მცდარ რწმენებს. რას ნიშნავს მცდარი რწმენები. ეს არის რწმენა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰალუცინაციით, ილუზიით ,არასწორად აღქმის უნარით, მეხსიერების გაუარესებით ან სულაც განძრახ მოტყუებით. მაგალითად, მე მჯერა(მცდარად), რომ ვხედავ კედელზე წითელ ფერს, რადგან მე მჯერა (ჭეშმარიტად), რომ მე ვხედავ წითელ ლაქას კედელზე, რადგან მე ვდგავარ, ერთ მეტრზე ნაკლებ მანძილზე კედლიდან, რომელსაც ვხედავ მე და ა.შ.
საბოლოოდ კი მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეებს ძირითადად ჭეშმარიტებები სჯერათ. მორწმუნედ ყოფნა, ნიშნავს, რომ იყო ინტენციონალური სისტემა, მისი ქცევები დეტალურადაა პროგნოზირებადი ინტენცინალური სტრატეგიის მეშვეობით. როგორც ზემოთ აღვნიშნე ინტენციონალური თვალსაზრისი განიხილავს ობიექტს როგორც რაციონალური აგენტი. თუკი ამ აგენტის ადგილი სამყაროში ცნობილია და მისი მიზნებიც, მაშინ უნდა მივხვდეთ თუ რა რწმენების მატარებელი უნდა იყოს. ვითარებების გათვალისწინებისას უნდა მივხვდეთ მის სურვილებს და ბოლოს უნდა ვიწინასწარმეტველოთ რომ ეს აგენტი მიზნების მისაღწევად თავისი რწმენების შუქზე იმოქმედებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით მართლაც ბევრად უფრო მარტივია, განვსაზღვროთ და ვიწინასწარმეტყველოთ ამა თუ იმ ობიექტის შემდეგი მოქმედება. ვფიქრობ, რომ ალბათობა იმისა, რომ ეს გამართლდეს დიდია, რადგან ჩვენ ვითვალისწინებთ ამ აგენტთან დაკავშირებულ ყველაფერ მნიშვნელოვანს.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყოველივე ზემო აღნიშნული, იმისათვის, რომ კარგად შევიცნოთ აგენტები და ვირწმუნოთ ფაქტები. შექმნამდე არსებობს ჩანაფიქრი, იმისა, თუ რა ფუნქცია ექნება ობიექტს, რაც ხშირად ამართლებს, შემქმნელების მიერ გამოთქმულ შეხედულებებსა და თვალსაზრისებს. მათ წინასწარ იცოდნენ თუ რისი გაკეთება დაევალებოდა მათ მიერ შექმნილ ობიექტს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s