ფაშიზმი

„როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ ფაშიზმი და შემოიფარგლება თუ არა ის კონკრეტული ისტორიული პერიოდით?“

32498a53-532c-4d70-94ef-68fa8f90c0e4_mw800_mh600_s

ფაშიზმი, ეს არის ტერმინი რომელიც გაერთიანებას ნიშნავს. სწორედ ეს არის ფაშიზმისთვის დამახასიათებელი, ის აერთიანებს ერს, ერთი იდეის, ერთი სახელმწიფოს, ერთი მეთაურის გარშემო. როგორც ვიცით, ფაშიზმს იტალიაში ბენიტო მუსოლინის, ხოლო გერმნიაში ადოლფ ჰიტლერის მიერ დაედო საფუძველი. მინდა მოკლედ ვისაუბრო რამენიმე მნიშვნელოვან თემაზე, პირველი, ფაშიზმის ჩამიყალიბების ხელშეწყობაზე, ანუ გაერთიანების წყურვილი, როგორც ხელშემწყობი ფაქტორი ფაშიზმის განვითარებისა, მეორე, მთავარი ლოზუნგი და განსხვავება იტალიურ და გერმანულ ფაშიზმს შორის, მესამე, ფაშისტები, ანუ დიქტატორები და ბოლოს დასკვნის სახით მოკლედ ვიტყვი იმ პერიოდზე, როცა ფაშიზმი იყო აქტიურ მდგომარეობაში.
როგორც ვთქვი, უპირველესად დავიწყებ იმით, თუ რამ შეუწყო ხელი, იტალიასა და გერმანიაში ფაშიზმის ჩამოყალიბებას. ფაშიზმის გაჩნამდე, წამყვან იდეოლოგიებად ითვლებოდა ლიბერალზმი და სოციალიზმი, აქვე უნდა აღვნიშნო ისიც,რომ საზოგადოება ამ იდეოლოგიებით უკმაყოფილო იყო, ვინაიდან ისინი მათში დაპირისპირებას იწვევდნენ. ლიბერალები ცდილობდნენ ხაზი გაესვათ ინდივიდუალობისათვის, ხოლო სოციალისტები გამუდმებით ცდილობდნენ წარმოეშვათ კონფლიქტი სოციალურ კლასებს შორის. დამეთანხმებით, ალბათ, რომ შეუძლებელია მუდმივად კონფლიქტებსა და დაპირისპირებაში ცხოვრება, ვინაიდან ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საზოგადოების როგორც სოციალურ, ასევე ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. მთელი ისტორია სხვა არაფერია თუ არა აღწერა, იმისა, თუ როგორ იცვლება ერთი პოლიტიკური იდეოლოგია მეორეთი. და აი სწორედაც, რომ უკმაყოფილო ხალხს სჭირდებოდა ერთი ლიდერი, რომელიც შეძლებდა მათი ინტერესების დაცვას, და რა თქმა უნდა საზოგადოება მის გარშემო გაერთიანდებოდა. სწორედაც რომ ერთიანობის წყურვილი გახდა ფაშიზმის წარმოშობის ხელშემწყობი ფაქტორი. საზოგადოება, რომელიც იმყოფება მუდმივ წნეხში, როცა ცდილობენ მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას, ამ დროს ხდება ძიება ახალი ლიდერისა, ლიდერის, რომელიც მათ გააერთიანებს, რადგან მობეზრდათ, დაიღალნენ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფნით. და ამ დროს ჩნდებიან ლიდერები, რომლეიც მათ მოუწოდებენ, სწორედ იმას რაც თავად საზოგადოებას სურს, ანუ გაერთიანება ერთი სახელმწიფოს გარშემო, ერთ ერად.
ფაშიზმი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ჩვენთვის კარგად ცნობილი ლიდერების მიერ და რა თქმა უნდა მათ განსხვავებული შეხედულებები ქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთი იდეოლოგიის მატარებლად, ანუ ფაშიზმის წარმომადგენლად ითვლება. უპირველესად მინდა ვთქვა ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რასაც ფაშიზმის ლიდერები და მათი მიმდევრები ამბობდნენ. მუსოლინისთვის, მნიშვნელოანი იყო, რომ იტალიელი ხალხი გაერთიანებულიყო სახელმწიფოს გარშემო, „ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ.“ სწორედ ეს იყო იდეა, იდეა, რომელმაც გააერთიანა იტალიელი ხალხი. ხოლო ნაცისტური პარტიისთვის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ ის გააერთიანებდა გერმანულად მოლაპარაკე ხალხს და არავის სხვას. ნაცისტური ლოზუნგი კი შემდეგნაირად ჟღერს, „ Ein Volk, ein Reich, ein Fthrer ” (ერთი ხალი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი). როგორც ვხედავთ ამ ლოზუნგებშივე ჩანს მათ შორის განსხვავება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი მათ შორის მაინც რასაა. ნაცისტებისთვის არ არსებობდა უნივერსალური რასა, მათ არ მიაჩნდათ ყველა რასა თანასწორად და ვინაიდან თავად იყვნენ გერმანელები, ისინი სწორედაც რომ მხოლოდ თავის რასას უწოდენდნენ ძლიერსა და გონიერს, და რაც მთავარია, სწორედ ამ რასას ხვდა წილად სხვა ყველა რასის დამორჩილება. ებრაელები ის ხალხია, ვისაც გერმანელები სასტიკად უსწორდებოდნენ, მუდმივად მიმდინარეობდა მათი ხოცვა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. ეს რა თქმა უნდა მე გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან სრულიად არალოგიკურია, ებრძოლო ადამიანს მხოლოდ საკუთარი წარმომავლობის გამო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ხდებოდა ფაშიზმის დროს, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ებრაელებს ასე მკაცრად მხოლოდ გერმანელები ექცეოდნენ.
და მაინც ვინ არიან ფაშისტები?- ფაშისტები, ესენი არიან დიქტატორები, რომლებიც არ იზიარებდნენ საწინააღმდეგო აზრს, და ლიდერი, რომელიც მათ სათავეში ედგათ გამუდმებით უნდა ედიდებინათ. აქვე შემიძლია ისიც ვთქვა, რომ ეს უკვე აღარაა სახელმწიფოსა და ერის ინტერესების დაცვა, ეს არის ერთი კონკრეტული დიქტატორის მმართველობა, რომლის გარშემოც გაერთიანებულა საზოგადოება და არ უკვირდება თუ რა შედეგები მოაქვს მათ ქმედებებს. მათ ამ გამოხატულებებში ვხედავ, თუ რა დიდი დაღი დაასვა ლიბერალიზმმა და სოციალიზმმა მათ აზროვნებას, დაბრმავებულები ეძებდნენ შვებას თუმცა, ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოჩნდნენ. ფაშისტები პროპაგანდის ყველანაირ საშუალებას იყენებდნენ. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ მათი იდეოლოგიით, რომ ნაცია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მორჩილება და თავის გაწირვა ღირსებაა, და რომ ომში გამოიცდებოდა ხალხის სიდიადე.
და ბოლოს მინდა ვისაუბრო იმ ისტორიულ პეიოდზე, როცა ფაშიზმმა ჰპოვა დასაბამი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფაშიზმი პირველი მსოფლი ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, მისი პირველი მიმდევარი და ჩამომყალიბებელი იყო ბენიტო მუსოლინი, ის თვლიდა, რომ მის გარეშე იტალია დაიღუპებოდა, თუმცა მისი სიკვდილის მერე ვხედავთ, რომ იტალია არ დაღუპულა, პირიქით შეიძლება ითქვას, რომ მან შვება ჰპოვა, ისევე, როგორც გერმანიამ, რომელიც გათავისუფლდა ამ დიქტატურისგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ადოლფ ჰიტლერმა მუსოლინისგან განსხვავებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის სიკვდილთან ერთად დასრულდა ფაშიზმის ეპოქა. ის აკრძალეს არა მხოლოდ გერმანიაში არამედ ყველა იმ ქვეყანაში სადაც კი ფეხის მოკიდებას ცდილობდა. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ფაშიზმის ეპოქად მოვიაზოთ პირველი მსოფლიო ომის დასაწყისი და მეორე მსოფლიო ომის დასასრული. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის მოყვარულნი, ძალადობისვე მსხვერპლმი გახდნენ. ფაშიზმი, ერთ დიდ წარუმატებლობად მიმაჩნია მსოფლიო ისტორიაში, თუმცა ფაშიზმი და ეს ლიდერები, რომ არა ვინ იცის, იქნებ უარესი ბედი რგებოდა ლიბერალიზმითა და სოციალიზმით უკმაყოფილო საზოგადოებას. ახლის ძიებაში ბევრ შეცდომას უშვებს ხალხი, თუმცა იმ იმედით, რომ მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. და დღემდე გრძელდება, ერთი პოლიტიკური პარტიის მეორეთი ჩანაცვლება, გრძელდება მუდმივი ძიება ახალი და უკეთესი მმართველობისა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s