დეკარტის მითი

ადამიანის ყოველი ქმედება დამოკიდებულია ცნობიერებაზე
ადამიანი, ეს არის ცოცხალი არსება, რომელსაც გააჩნია სხეული და მასთან ერთად ცნობიერება, რომელიც სხეულის შიგნითაა მოთავსებული და განაპირობებს ადამიანის ქცევებს. ჩემი მიზანია გაჩვენოთ თუ როგორ გამოხატავს სხეული იმას რაც ცნობიერებას ნებავს. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ადამიანის ყოველი ქმედება დამოკიდებულია ცნობიერებაზე. პირველი, სხეული ესაა ცნობიერების სურვილების გამომხატველი რამ, მეორე, ადამიანის ქმედებები უკვე გააზრებულია და მესამე სხეული საჯაროა, ცნობიერება კი პირადი.
უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო იმით, რომ სხეული ესაა ცნობიერების სურვილების გამომხატველი რამ. როდესაც ადამიანი სვამს წყალს, მიირთმევს საჭმელს, სიცივეში გარეთ გასვლის დროს იცმევს თბილად ეს ყველაფერი ცნობიერების მიერაა ნაკარნახევი. ცნობიერება კარნახობს მას, რომ უნდა მოიმოქმედოს რაღაც, უნდა თქვას ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება. თუკი პოლიტიკოსების გამოსვლებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათ გამოსვლებში ხელები დიდ როლს თამაშობენ, შესაძლებელია იმიტომაც, რომ ისინი ასე არიან დარიგებულები რათა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ საზოგადოებაზე, თუმცა მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ცნობიერებაა გარეული. სწორედ ის კარნახობს ადამიანს თუ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. მეორე, როდესაც ადამიანის სხეული რაღაც ქმედებას სჩადის ეს მას უკვე გააზრებული აქვს. ოდესაც მე ვსაუბრობ რაღაც თემაზე, მე ეს უკვე გააზრებული მაქვს, სანამ ვიტყვი მანამდე ჩემს ცნობიერებაში ლაგდება სიტყვები, წინადადებები, რომლებსაც რაღაც გარკვეულ აზრამდე მივყავარ და შემდეგ უკვე ენის მეშვეობით ხდება მისი გადმოცემა. რაც ცნობიერებას ნებავს, ამ ყველაფერს ხომ ფეხები, ხელები, და ენა აღასრულებენ. როდესაც ვიმყოფები მეგობრებთან ერთად რესტორანში და მესმის მუსიკის ხმა, უცებ რაღაც მიბიძგებს იმისკენ, რომ მე უნდა ავდგე და უნდა დავიწყო ცეკვა. რა არის ის რაც მე ამ ყველაფერს მკარნახობს თუ არა ცნობიერება. ყოველი ქმედება ცნობიერებას წინასწარ აქვს განსაზღვრული. მე არ ვამბობ იმას, რომ ყოველივე დიდი ხნით ადრე იცის ცნობიერებამ, მაგრამ ცნობიერება ძალიან სწრაფად მუშაობს, რადგან მას სულ რაღაც წამებში და ამაზე სწრაფად მოახდინოს შექმნილი სიტუაციის გააზრება და უბიძგოს სხეულს მოძრაობისკენ.
თუმცა, როგორც ჩემს თეზისში აღვნიშნე, მინდა აქაც ვთქვა, რომ გარკვეული გამონაკლისების გარდა ადამიანის მიერ ჩადენილი ქმედებები გააზრებულია. აი აქ მე მინდა ყურადღება გავამახვილო გარკვეულ შემთხვევებზე, რომლის დროსაც შესაძლოა ცნობიერებამ დააგვიანოს სხეულისთვის ინფორმაციის მიწოდება ან სულაც მოხდეს ისე, რომ არც კი დაელოდოს სხეული ცნობიერებას. როდესაც ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში ვარდება ის ვთვლი, რომ ცნობიერებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ წყალში ვიღაც იხრჩობა, შესაძლოა ის ისე სწრაფად გადახტეს მის გადასარჩენად რომ ამის გააზრება ვერც კი მოასწროს. ქუჩაში მიმავალი ადამიანი, რომელსაც სრულიად მოულოდნელად გამოედევნება ავი ძაღლი, ის არ დაელოდება ცნობიერებას, რომ მიაწოდოს რაიმე იდეა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეს. ის უბრალოდ გაიქცევა თანაც ძალიან სწრაფად. და მსგავსი უამრავი მაგალითის მოხმობა შეიძლება, თუმცა ვთვლი რომ ეს საკმარისია. და მგონია რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ცნობიერება არ კარნახობს ადამიანს ქმედებებს.
და ბოლოს მინდა ვთქვა და დავეთანხმო დეკარტის მტკიცებას, რომ ადამიანის ცხოვრება ორ პარალელურ ისტორიას მოიცავს. პირველი, სხეული-რომელიც საჯაროა, და მეორე, ცნობიერება-რომელიც პირადია. ამ წინადადებას თუ კარგად დავაკვირდებით და გავიაზრებთ მივხვდებით თუ რას გულისხმობს დეკარტი საჯაროსა და პირადში. ყოველთვისაა შესაძლებელი, რომ ადამიანის ქმედებები ვიღაცამ დაინახოს, ამას ადამიანი გარე თვალის შესამჩნევად აკეთებს. ჩემი წყლის დალევა შესაძლოა არავის დარჩეს შეუმჩნეველი, ხოლო ფიქრი და ნდომა, იმისა რომ მე მინდა წყალი ყველასთვის დაფარულია მანამ სანამ მე არ ჩავიდენ რაიმე ისეთ ქმედებას რაც სხვებს დაანახებს, რომ მე მწყუროდა. დეკარტი ამბობს: „ ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ ერთმანეთის სხეულები, გაიგონ მათი ხმა, შეეხონ მათ, მაგრამ ისინი გამოუსწორებლად ბრმანი და ყრუნი არიან ერთმანეთის ცნობიერებების მიმართ, მოკლებულნი მათზე ზემოქმედების ყოველგვარ უნარს .“
და მაინც, ადამიანის სხეული და ცნობიერება განუყოფელია, სხეული ცნობიერებაზეა დამოკიდებული, მის გარეშე ადამიანი მოკლებული იქნებოდა ქმედებების შესაძლებლობას. სხეულის სიკვდილის შემდეგ შესაძლოა ცნობიერებამ არსებობა და ფუნქციობა გააგრძელოს, მაგრამ ადამიანს არ შეუძლია ცნობიერების გარეშე. რადგან, ადამიანის ყოველი ქმედება დამოკიდებულია ცნობიერებაზე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s