რატომ ვარ დაინტერესებული პოლიტიკით

412003_2735034091882_1138205499_32047920_420025786_o1

გასული საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე, იცვლებოდა შეხედულებები პოლიტიკის მიმართ. პოლიტიკა აუცილებელი გახდა ხალხისთვის, ვინაიდან ის გაჩნდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა სახელმწიფო. სახელმწიფოს შექმნის სხვადასხვაგვარად მიზეზებს აღწერენ ფილოსოფოსები, თომას ჰობსისა და ჯონ ლოკის შეხედულება ჩემთვის საინტერესოა და თითქოს სიმართლესთან შესაბამისობაში მოდის, დღევანდელობასთანაც   ვავლებ ხოლმე პარალელს მათი კითხვის დროს, რაც ჩემში კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. პოლიტიკა, ვთვლი, რომ თითოეულ იმ ინდივიდს, ვინც სახელმწიფოს ნაწილია უნდა აინტერესებდეს, ვინაიდან პოლიტიკა და სახელმწიფო ერთმანეთის გარეშე არ იარსებებდა. ჩემთვის, როგორც ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოში გატარებული პოლიტიკა, რადგან ყოველივე ის, რაც ხდება სახელმწიფოში, ახდენს გავლენას მასში მცხოვრებ ინდივიდებზე. მე კი ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი და მიზანი, სახელმწიფოში ცვლილებების შეტანისა. ყველა ადამიანს სჭირდება გაფრთხილება, სახელმწიფოს მართვის დროს დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ვინაიდან შესაძლოა ვინმე დაზიანდეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით. გარდა ამისა საუკუნეების ცვლილებასა და წლების მატებასთან ერთად პოლიტიკა მეტად აქტუალური ხდება, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ბევრ იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაშია რეალურად არ ესმით თუ რა არის საჭირო სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის და მათი დაუფიქრებელი ნაბიჯი მოქმედებს და აისახება ინდივიდების მდგომარეობაზე.  ჩემი მიზანია ავხსნა პოლიტიკისა და სახელმწიფოს მნიშვნელობა და ის თუ რატომ ვარ მე ამით დაინტერესებული. უპირველესად გამოვიყენებ ჰობსისა და ლოკის შეხედულებებს და მათი დახმარებით აღვწერ,  ადამიანების ბუნებას და რატომ გახდა აუცილებელი სახელმწიფოს შექმნა, აგრეთვე ვისაუბრებ სახელმწიფოსა და პოლიტიკის მნიშვნელობაზე და ბოლოს ვიტყვი თუ რატომაა ეს ყოველივე ჩემთვის საინტერესო.

582684_404748692920153_992996381_n1

წაიკითხე მეტი

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s