მარქსი და მარქსიზმი

რაში შეიძლება მდგომარეობდეს მარქსისა და მარქსიზმის აქტუალობა მსოფლიოში/საქართველოში დღეს?

           მარქსი მე19 საუკუნის დიდი მოაზროვნეა, მან წამოჭრა და სააშკარაოზე გამოიტანა მსოფლიოში უკვე არსებული პრობლემები. მარქსის მიერ დანახული და თქმული პრობლემები დღევანდელ მსოფლიოშიც იჩენს თავს. მე მოვიშველიებ მარქსის ციტატას და ესესაც სწორედ მასზე ავაგებ, რომ ისტორია დღემდე არსებულ საზოგადოებების, არის ისტორია კლასობრივი ბრძოლის.. “ ეს არის პრობლემა, რომელიც არსებობდა, არსებობს და ალბათ იარსებებს მანამ სანამ კაცობრიობა არსებობს. იმისათვის, რომ ჩემი მსჯელობა უფრო კარგად ჩამოვაყალიბო და გაგებაც ადვილი იყოს,  გავიხსენებ მარქსისა და ენგელსის ნაშრომს „ მანიფესტი კომუნისტური პარტიისა “ მისი წაკითხვის დროს ვხედავდი კავშირს  იქ აღწერილ ორ  გაყვლეფილ და დაჩაგრულ კლასსა(პროლეტარიატი) და გამყვლეფელ და დამჩაგვრელ კლასს(ბურჟუაზია) შორის დღევანდელობასთან.

             უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ისევე, როგორც წინა საუკუნეებში, დღესაც არსებობს ჩაგრული და მჩაგვრელი კლასები. ეს ორი კლასი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდება, თუმცა ვთვლი, რომ ერთმანეთის გარეშეც ალბათ, მათი არსებობა წარმოუდგენელია. არსებობს პროლეტარიატი და არსებობს ბურჟუაზია. დაქირავებულ მუშას ყოველთვის ყავს დამქირავებელი. მუშები კი განიცდიან მუდმივ შიშსა და მუდმივ მოძრაობას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დღესაც არსებობენ მუშები, რომელთა ანაზღაურებაც იმდენია რაც მხოლოდ საკმარისია მისი არსებობისთვის. ეს ის უსამართლო კლასთა არსებობაა, რომელშიც ერთი მუდმივად ჩაგრავს მეორეს.

              არასოდეს გრძელდება ერთი ძალის დიდხანს ბატონობა., მას აუცილებლად შეცვლის მეორე. მარქსის მანიფესტის მიზანი იყო, ეჩვენებინა, რომ ბურჟუაზიულ საკუთრებას დაღუპვა მოელის. ისევე, როგორც მაშინ შეცვალა ბურჟუაზია კომუნისტურმა წყობილებამ, დღესაც არსებული სიტუაციიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ყველაფერი შეიცვლება, ისევე, როგორც მაშინ როცა ბურჟუაზიას გამოუჩნდა მოწინააღმდეგე ძალა. კომუნისტები იცავდნენ საერთო მოძრაობის ინტერესებს.(მანიფესტი კომუნისტური პარტიისა-გვ37).

              თუმცა, კომუნიზმი სპობს, როგორც ჭეშმარიტებებს ისევე რელიგიას, ნაცვლად იმისა, რომ ახლად გარდაქმნას. მაშასადამე ჩვენ არ ვისურვებდით მის უკან დაბრუნებას, საჭიროა რაღაც ახლის შექმნა, რომელიც არ შეეწინააღმდეგება არც არსებულ ჭეშმარიტებებს და არც რელიგიას, მისი არსებობისა და განვითარებისთვის ეს საუკეთესო გზა იქნება.

                დღევანდელი რეალობა ძალზედ მაშფოთებს, ამ წელს მომხდარი ტრაგედია საფრანგეთში, ეს შეზღუდვაა ადამიანის უფლებების, მათი თავისუფალი სიტყვის თქმის და რაც მთავარია ისპობა მედიის თავისუფლება. ეს მოვლენა მაძლევს იმის ფიქრისა და თქმის უფლებას, რომ დღესაც არიან პირები, რომელთაც სურთ ძალაუფლება მათ ხელში იყოს, და იყვნენ ბურჟუაზიის წარმომადგენლები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაგრონ სხვები. დღევანდელ მსოფლიოში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ. თუკი ვამბობთ, რომ დღევანდელი მსოფლიო ყველაზე წინწასული და განვითარებულია, მაშინ აქ არ უნდა ხდებოდეს ძალების არათანაბარი განაწილება. დღეს არსებობს ორი ძლიერი ქვეყანა რუსეთი და ამერიკა, მათ ხელშია დიდი ძალაუფლება, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ყველა სხვა დანარჩენი მათი  გავლენის ქვეშ მოექცევა. დღეს რუსეთი ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს თავისი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობს, და ვშიშობ დღევანდელი ქვეყნის მდგომარეობა და ვითარება ამის ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლებს და ვეჭვობ ამ შანსზე რუსეთმა უარი თქვას.  წარსულს არ უნდა მივცეთ აწმყოზე ბატონობის უფლება.

                აი ეს ის პრობლემებია, რომლებიც ვეცადე მოკლედ გადმომეცა და მეჩვენებინა  მარქსიზმის აქტუალობა დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ არ უნდა წავიდეთ უკან, გზა წინ უნდა გავაგრძელოთ. კიდევ ბევრ ისეთს შეგვახვედრებს ისტორია, რომელსაც ენდომება ყავდეს დაჩაგრულები. მთელი ისტორია ხომ მართლაც, როგორც მარქსმა თქვა, კლასთა ბრძოლის ისტორიაა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s