არისტოტელე-დიდი ეთიკა

220px-Aristotle_Altemps_Inv8575

არისტოტელეს „დიდი ეთიკა“ წარმოადგენს მის შეხედულებებს ზნეობის შესახებ.არისტოტელე მასში აღწერს ადამიანისთვის მნიშვნელოვან საკითხებს,ადამიანის არსსა და მიზანს.საუბრობს იმ ეთიკურ ცნებებზე,რომლებიც,ვთვი რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. ესენია:ბედნიერება,მეგობრობა,სიკეთე,სათნოება,სიბრძნე და მრავალი სხვა.

არისტოტელეს მიაჩნდა რომ ადამიანის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს ბედნიერება.ის თვლიდა,რომ ამ მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ყოველი ნაბიჯი.თუკი დავფიქრდებით,მაშინ ალბათ ყველანი დავეთანხმებით არისტოტელეს მოსაზრებას იმის შსახებ რომ ბედნიერებაა ადამიანის უმაღლესი მიზანი.ჩვენ ხომ ადამიანები ვართ,ჩვენ ხომ ყოველ ნაბიჯს ვდგამთ იმის გამო რომ ბედნიერნი ვიყოთ.ადამიანს მისი ყოველი ქმედება სიამოვნებას უნდა ჰგვრიდეს, სიამოვნება კი იწვევს ბედნიერებას. არისტოტელესთვის ბედნიერება არის სრულყოფილი ცხოვრება.მას შეიძლება მივაღწიოთ სათნოებით,ან სათნოების შესაბამისი სულიერი მოღვაწეობით.არისტოტელე თვლის,რომ ადამიანმა თავად უნდა მოიპოვოს ადამიანმა,ის არ უნდა იყოს დამოკიდებული შემთხვევით ბედნიერებაზე,რადგან ეს ბედნიერება არაა ნამდვილი,ის ცოტახანს გრძელდება.

როგორც ვთქვი,ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია სათნოებით.არისტოტელე ამბობდა,რომ ჩვენ ვცოცხლობთ მხოლოდ სულით და არა სხვა რამით,სთნოება კი სულში იმყოფება.“სათნოება არის იმის კარგად კეთების უნარი რის სათნოებაც ის არის.სულის სათნოების წყალობით ჩვენ კარგად ვცხოვრობთ.მაგრამ კარგად ცხორებას და კარგად მოქმედებას სხვას არას ვუწოდებთ თუ არა ბედნიერებას“. მაგრამ ბედნიერებისთვის მხოლოდ სულიერი სატნოება არ კმარა,ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება მეგობრები,თავისუფლება,სიმდიდრე და სხვა.იმისათვის,რომ ეს ყოველივე არარაობად არ იქცეს საჭიროა ადამიანმა გამოიყენოს აზროვნება.ამრიგად,არისტოტელე ბედნიერებას აზროვნებაში ხედავდა.

სათნოებას ყველაზე კარგ თვისებად თვლის,თუმცა ეს არ კმარა ბედნიერებისთვის, ამიტომ არისტოტელე განიხილავს სულის ორ,მოაზროვნე და არამოაზროვნე ნაწილს. მოაზროვნე ნაწილშია გონიერება,მახვილგონიერება,სიბრძნე,მეხსიერება და სხვა. არამოაზროვნეში-თავშეკავება,სამართლიანობა,სიმამაცე,და სხვა ჩვევები. არისტოტელე აგრეთვე საუბრობს სათნოებების ნაკლებობასა და სიჭარბეზე.ის თვლის,რომ როგორც ნაკლებობა,ასევე სიჭარბეც სპობს მათ.ამიტომ საჭიროა ადამიანმა ყველაფერში ზომიერება დაიცვას.მას მოყავს ფიზიკური ვარჯიშისა და ჭამა-სმის მაგალითი.ზედმეტი ან ნაკლები ფიზიკური ვარჯიში ძალღონეს სპობს. ასევეა ჭამა-სმის დროს,ზედმეტი ჭამა ისევე ანადგურებს ჯანმრთელობას,როგორც ნაკლები.იგივე შეიძლება ითქვას გონიერებაში,სიმამაცესა და სხვა სათნოებებში.თუკი ვინმე ისეთი უშიშარი გახდება,რომ მას ღმერთებისაც არ შეეშინდება,ის მამაცად კი არა თავზე ხელაღებულად ჩაითვლება.ხოლო ის ვისაც ყველაფრის ეშინია მხდალია. ანუ სიმამაცეს არისტოტელე აყენებს თავზე ხელაღებულობასა და სიმხდალეს შორის. მამაცს ზომიერად ეშინია,ეს ზომიერება კი მის სიმამაცეს აძლიერებს.

არისტოტელე ხელგაშლილობას და გულუხვობას უპირისპირებდა ფლანგვასა და სიძუნწეს.ხელგაშლილად და გულუხვად მას მიაჩნია ისეთი ადამიანი,რომელმაც იცის როდის,სად და რამდენი უნდა დახარჯოს,მფლანგველი ხარჯავს ფულს ყველგან, მიუხედავად იმისა რომ ეს ხშირ შემთხვევაში არაა საჭირო.ხოლო ძუნწია ის ადამიანი რომელიც არასოდეს არავისთან არაფერს არ ხარჯავს. ამიტომ,თული ადამიანს სურს სათნოდ ყოფნა მან უნდა დაიცვას შუალედი ვნებებს შორის.თუმცა, ყველამ ვიცით რომ შუალედის პოვნა ძალზედ რთულია,რის გამოც კარგი ადამიანი იშვიათია.

არისტოტელე აგრეთვე განიხილავს ადამიანის თავისუფლებას,ანუ მის ნებაყოფლობით და  არანებაყოფლობით მოქმედებას.ნებაყოფლობითია,მოქმედება როდესაც ადამიანი თავად იყებს გადაწყვეტილებას და თავისი სურვილით იღებს გადაწყვეტილებას,ხოლო არანებაყოფლობითია როდესაც მას ადამიანი ასრულებს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ.ნებაყოფლობით მოქმედებას როგორც წესი თან სდევს სიამოვნება,იძულებითს კი უსიამოვნება.და რაც მთავარია,არისტოტელე ამბობს,რომ ნებაყოფლობითი მოქმედების მიზეზი ტავად ადამიანშია,ხოლო იძულებითის იმყოფება მოქმედი ადამიანის გარეთ.დიდ ეთიკაში საუბარი იყო აგრეთვე თავშუკავებლობაზე და როდესაც მე ვსაუბრობდი ნებაყოფლობით ქმედებაზე,რომელსაც თან სდევს სიამოვნება,ასევეა ზოგიერთ შემთხვევაში თავშეუკავებლობაში.თავშეუკავებელმა ადამიანმა იცის,რომ რაღაც ქმედება არის ბოროტება,თუმცა ის ამას მაინც სჩადის.ამას სჩადის ვნების კარნახით და მასაშადამე იძულებით.მაგრამ ამის საწინააღმდეგო ისაა,რომ ვნების კარნახით ჩადენილი ქმედება არ არის იძულებითი,რადგან ყოველ ვნებას თან სდევს სიამოვნება. მაშასადამე გამოდის,რომ  თავშეუკავებელნი არიან უსამართლონი და ამ უსამართლობას სჩადიან  ნებაყოფლობით.

და ბოლოს მინდა ვისაუბრო,მეგობრობაზე,რომელიც როგორც ბედნიერება და სათნოება ისე მოექცა არისტოტელეს ყურადღების ცენტრში.ის თვლის რომ მეგობარი არის ადამიანის მეორე „მე“.განასხვავებს მეგობრობის სამ ფორმას:მეგობრობას დამყარებულს სარგებლობაზე,დამყარებულს სიამოვნებაზე და მეგობრობას პირადი თვისებებისა და ურთიერთ სიმპათიის საფუძველზე. სარგებლობასა და სიამოვნებზე დამყარებული მეგობრობა დიდხანს არ გრძელდება რადგან,სიამოვნებაცა და სარგებელიც ოდესღაც ისპობა.როგორც კი ეს მოხდება მეგობრობაც მაშინვე ქრება.ხოლო მესამე ფორმაზე პირადი თვისებებისა და ურთიერთ სიმპათიის საფუძველზე დამყარებული მეგობრობა არის ჭეშმარიტი,რის გამოც ის ხანგრძლივია. ამის გარდა ის სვამს კითხვასვის უფრო მეტად სჭირდება მეგობარი გაჭირვებაში მყოფს თუ ბედნიერს.მე თუ მკითხავთ ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ესაჭიროება მეგობარი,რადგან ის როგორც გასაჭირს ისევე გაიზიარებს შნს ბედნიერებას,ოღონდ მეგობრობა უნდა იყოს დამყარებული სათნოებაზე და არა რაიმე სარგებელზე.ადამიანი ვერასოდეს განსაზღვრავ წინასწარ თუ რამდენი მეგობარი უნდა გყავდეს.ყველაზე მთავარი ისაა,რომ გარშემო შმოვიკრიბოთ ისეთი ადამიანები ვისთანაც საერთო ბევრი გვაქვს,ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობთ,და რაც მთავარია გვყავდეს იმდენი მეგობარი რამდენზეც შევძლებთ ჩვენი თანაგრძნობის თანაბრად გადანაწილებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s