არის თუ არა იარაღის ტარების უფლება ნეგატიური თავისუფლების ნაწილი

შესავალი

        საუკუნეების მანძილზე საზოგადოება ცდილობდა გაეხადა აშკარა, რა იყო კერძო და რა საზოგადო ქმედება. სადისკუსიო იყო თუ როდისაა დაშვებული საზოგადოების ჩარევა ინდივიდის ქმედებაში და როდის არა, როდის იზღუდება ადამიანის თავისუფლება, როდის უნდა აიძულონ პირი რამე ქმედებისაგან თავი შეიკავოს, ან კიდევ პირიქით, როდის უნდა აიძულონ ინდივიდი რაიმე მოიმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთი ქმედება გადადის მეორეში, მე მაინც შევეცდები თავისუფლებაზე საუბრისას ეს ყველაფერი ნათლად და გასაგებად ავხსნა. თავისუფლებაზე გვესაუბრებოდნენ დიდი მოაზროვნეები:  ჰობსი, მილი,  ბერლინი. თითოეულ მათგანს საკუთარი შეხედულება ჰქონდა თავისუფლების გაგებასთან. ზოგ ასპექტში თანხმობაში მოდიოდნენ და ზოგშიც საპირისპირო მოსაზრებები გააჩნდათ. მე ვისაუბრებ თავისუფლების იმ ორ გაგებაზე, რომელიც თავად მილსაც კი ვერ გაურჩევია ბოლომდე ერთმანეთისაგან, და რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა მასსა და ბერლინს შორის. მილი ნეგატიურს უჭერს მხარს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ბოლომდე კარგად ვერ ხსნის ნეგატიური თავისუფლების გაგებას და ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ამბობს, ბერლინი კი პოზიტიური თავისუფლების მომხრეა და ვფიქრობ, თავის აზრს საკმაოდ გარკვევით აყალიბებს.

ჩემი მიზანია ვაჩვენო, რომ ნეგატიური თავისუფლება  რაღაც მომენტში გადადის პოზიტიურში და შესაბამისად იარაღის ტარების უფლებაც ვერ იქნება ცალსახად ნეგატიური, ის არის რაღაც დოზით ნეგატიურის ნაწილი, თუმცა საბოლოოდ მაინც პოზიტიურში აბიჯებს. მას მეტი აქვს საერთო პოზიტიურთან ვიდრე ნეგატიურთან. სწორედ იმიტომ, რომ იარაღის ტარების უფლება ორივე თავისუფლების ნაწილს მოიცავს, მე მაინც მიმაჩნია, რომ სამართლიანი იქნება, თუკი მას განვიხილავთ როგორც პოზიტიური თავისუფლების ნაწილს და არა როგორც ნეგატიურისას.

თავი I

რა არის თავისუფლება

          თავისუფლება ეს არის ადამიანის კანონით განსაზღვრული უფლება აკეთოს ის, რაც სურს კანონითვე განსაზღვრული ნორმების ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მე14 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ [1] ჰობსისთვის                          „ თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც არაფერი უშლის ხელს აკეთოს ის, რაც სურს “[2] მილი კი ფიქრობს, რომ ადამიანს იმის კეთების უფლება უნდა მივცეთ რაც სურს, რადგან „ თითოეული ინდივიდი საკუთარი სხეულებრივი, გონებრივი და სულიერი ჯანმრთელობის კანონიერი დამცველია. “[3] თავისუფლების ორი ნეგატიური და პოზიტიური გაგება არსებობს. მათ შესახებ ცოტა განსხვავებულად საუბრობენ მილი და ბერლინი.   რას ნიშნავს ნეგატიური და პოლიტიკური თავისუფლება?-

ა)ნეგატიური თავისუფლება

ნეგატიური თავისუფლება გულისხმობს სივრცეს, რომელშიც ადამიანი იმყოფება. ეს ის სივრცეა სადაც ადამიანს აქვს იმის კეთების უფლება რაც მას სურს და ამ სივრცეში შეჭრისა და ჩარევის უფლება არავის არ აქვს, ვინაიდან ეს სივრცე არის მხოლოდ ინდივიდის კუთვნილება.

ბ)პოზიტიური თავისუფლება

პოზიტიური თავისუფლების დროს საზოგადოება ერევა მის ქმედებაში. ამ დროს შესაძლებელია ინდივიდი აიძულონ მოიქცეს არა ისე, როგორც მას სურს, არამედ ისე როგორც უკარნახებენ და რასაც საზოგადოება თვლის სწორად. მილისთვის ეს მიუღებელია რადგანაც ის თვლის, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს ინდივიდის ქმედებაში, რომელიც მხოლოდ მას ეხება. „ ნებისმიერი ადამიანის ქცევის ერთადერთი ნაწილი, რომელიც ღიაა საზოგადოების ჩარევისთვის, არის ის ნაწილი, რომელიც სხვებს ეხება. “ [4]

მილმა უპირატესობა მიანიჭა ნეგატიურ თავისუფლებას, მისი პრინციპი ასეთია „ ის რაც ეხება ერთ ადამიანს გულისხმობს და ნიშნავს იმას, რომ „ პირდაპირ და პირველ რიგში “ ეხება მას და მხოლოდ მის გავლით სხვებს. ეს კი მილის თქმით სწორედ რომ არის „ ადამიანის თავისუფლების კანონიერი სფერო. “ [5]

[1] საქართველოს კონსტიტუცია თავი მეორე. საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი მუხლი14.

[2] ისაია ბერლინი „ თავისუფლების ორი გაგება “ გვ51.

[3] ჯონ სტიუარტ მილი „ თავისუფლების შესახებ “ გვ12.

[4] ჯონ სტიუარტ მილი „ თავისუფლების შესახებ “ გვ10.

[5] ჯონ სტიუარტ მილი „ თავისუფლების შესახებ “ გვ12.

წაიკითხე მეტი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s