არაცნობიერი ცნობიერის მიღმა „ ძმებ კარამაზოვებში “

ფროიდი ფსიქოანალიზურ ანთროპოლოგიაში განიხილავს ადამიანს, როგორც არსებად რომელსაც დაუმახინჯდა ფსიქიკა, ვინაიდან მასზე გავლენას ახდენს საზოგადოება. მისთვის „ ადამიანი, როგორც ბუნებრივი მოცემულობა არის ღირებულება, ყველაფერი ცუდი მოდის სოციალური, კულტურული ნორმების ტირანიიდან, რომელიც ზღუდავს, ხელს უშლის ყველაზე არსებითი ადამიანური სურვილების დაკმაყოფილებას. რის გამოც მახინჯდება, უარესდება ადამიანის ბუნება. “[1]

ადამიანი არსებაა, რომლის შინაგანი სამყარო ხშირად სხვას ითხოვს და არა იმას, რასაც სხვები სთხოვენ. ფროიდის ეს სიტყვები კი ყველა დროს ეხება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი საუკუნე ან წელი იქნება, ყოველთვის მოხდება ადამიანის გარკვეული სურვილების უკუგდება, მათთვის უარის თქმა, ეს კი ადამიანის ფსიქიკას ყოფს ორად, ცნობიერად და არაცნობიერად. სწორედ, რომ არაცნობიერში რჩება განდევნილი ფიქრები, სურვილები თუ ზრახვები, ცნობიერი კი გამოხატავს იმას, რაც კულტურულ ნორმებში ჯდება.  ამის გამო ადამიანის როგორც ფსიქიკა, ასევე ვფიქრობ, რომ სულიც მახინჯდება. მან უწევს განდევნოს ყველაფერი ის რაც მიუღებელია სხვებისთვის.

დოსტოევსკი, როგორც გენიალური მწერალი არაჩვეულებრივად აღწერა         „ ძმებ კარამაზოვებში “ ცნობიერისა და არაცნობიერის დაპირისპირებას. აქ მოქმედი პერსონაჟები ცდილობენ გაარღვიონ საზღვრები და გამოხატონ ის რაც მათ რეალურად სურს, გამოხატვასთან ერთად კი მათი სისრულეში მოყვანა. ივანე კარამაზოვი ხალხს მიუთითებს და აჩვენებს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს მამის მკვლელობაზე. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ხშირად წამიერად გაუვლის ისეთი ფიქრი, რომელსაც მალევე ბლოკავს ცნობიერი, რის გამოც ის არაცნობიერში გადადის.

ყველაფერ ამაზე დაწვრილებით ვისაუბრებ, გამოვყავი ორი თავი, დიდი ინკვიზიტორი და ივანე კარამაზოვის კოშმარი, ვინაიდან ვფიქრობ, მათში ყველაზე კარგადაა ასახული სწორედაც რომ ცნობიერისა და არაცნობიერის ერთმანეთთან ჭიდილი.

______________________

[1]  ნინო მშვენიერაძე-ადამიანი როგორც შემოქმედი, გონითი არსება (ფილოსოფიური ანთროპოლოგია) ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური ანთროპოლოგია გვ62.

თავი I

ცნობიერისა და არაცნობიერის დაპირისპირება

          ხშირად ადამიანები გაურკვევლობაში არიან, მათ არ იციან რეალურად რა სურთ, მათი მოქმედებები ხშირად მათივე სურვილის საწინააღმდეგოა. ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური კონცეფცია საინტერესოა, ვინაიდან ის იკვლევს და მოიცავს მთლიანად ანთროპოლოგიურ სამყაროს. მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ადამიანის შინაგან სამყაროში, ორი ერთმანეთის საპირისპირო ქცევებისა თუ სურვილებისაკენ მისწრაფებას. ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება მთლიანად არის დაპირისპირება ცნობიერისა და არაცნობიერის.  არაცნობიერის ფიქრები გაუაზრებელია, არის ლტოლვები, რომელსაც ადამიანი გაუაზრებლად გრძნობს, თუმცა როგორც კი ამას ცნობიერთან გზავნის, ცნობიერი მისთვის მიუღებელ ყოველგვარ შეგრძნებას ბლოკავს. ამის შემდეგ კი არაცნობიერში ხდება მათი დალექვა. ხშირად ადამიანებს და მეც მათ შორის ესიზმრებათ სიზმარი, თუმცა გამოღვიძების შემდეგ აღარ ახსოვს. ფროიდის ტექსტის გაცნობის შემდეგ მე დავასკვენი, რომ ეს ყველაფერი ცნობიერის მიერ დაბლოკილია. სიზმარი, რომელიც არაცნობიერის სურვილებს გამოხატავს და რომელიც ცნობიერის მიერაა დაბლოკილი, ჩვენ ვერ ვიხსენებთ. ამის საშუალებას არ გვაძლევს ცნობიერი. ზოგჯერ პირიქით ხდება, გამოღვიძების შემდეგაც კი ვერ გამოვდივართ სიზმრიდან და ხშირად სიზმარი რეალობა გვგონია. მსგავსი რამ შეემთხვა ივანე კარამაზოვსაც, როცა კოშმარი ესიზმრა, მას ქმედებები, რომელიც სიზმარში განახორციელა რეალური ეგონა. ამას მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდები, ახლა კი ისევ ცნობიერისა და არაცნობიერის დაპირისპირებას დავუბრუნდეთ. მათ დაპირისპირებას სწორედაც რომ იწვევს ის სამყარო სადაც ადამიანები ცხოვრობენ. კულტურა უზღუდავს მათ მოქმედებების არეალს, რელიგია უკრძალავს მათ ისეთი ფიქრებისა და სურვილების გამოთქმას, რომელიც რელიგიისთვის მიუღებელია. ადამიანის ფსიქიკაც იმგვარად მოეწყო, რომ ემორჩილება წესებს, მხოლოდ მაშინ როცა ცნობიერი აზროვნებს, ხოლო ცნობიერის გათიშვის შემდეგ, ანუ მაშინ როცა ადამიანი იძინებს, მასზე მთლიანად არაცნობიერი ბატონობს, მისი ფიქრები, გრძნობები, სურვილები ყველაფერი ისახება სიზმრის სახით.

იმის გამო, რომ ადამიანს მსგავს სირთულეებთან უწევს გამკლავება, შესაძლოა მას ფსიქიკური აშლილობაც დაემართოს. ამ დროს კი ვფიქრობ, უკვე ადამიანისთვის შეუძლებელი ხდება მათი ერთმანეთისაგან გარჩევა, ერევა რა არის რაციონალური და რა ირაციონალური. არსებობს არაცნობიერის რამდენიმე სახე და არსებობს სიამოვნება უსიამოვნების შეგრძნებები.

ა) არაცნობიერის რამდენიმე სახე

ფროიდი ფსიქოანალიზურ ანთროპოლოგიაში გამოყოფა არაცნობიერის რამდენიმე სახე ესენია: „ წინარეცნობიერი, განდევნილი არაცნობიერი, არქაული მემკვიდრეობა და საკუთრივ არაცნობიერი. “ [1]ამ ოთხიდან მხოლოდ საკუთრივ არაცნობიერს არ აქვს  ცნობიერებაში გადასვლის უნარი, ვინაიდან როგორც ზემოთ ვთქვი, ეს ის საკუთრივ არაცნობიერია, რომლის ფიქრებიც და სურვილებიც ცნობიერისთვის მიუღებელია. ხოლო პირველ სამს ცნობიერში და პირუკუ გადასვლის უნარი აქვთ. საკუთრივ არაცნობიერში ძალიან დიდი ენერგიაა დაგროვილი, რომელიც ადამიანებს ფურცელზე გადმოაქვთ. ხშირად შემოქმედი ადამიანები საწოლიდან უცებ წამოიჭრებიან ხოლმე, იღებენ კალამს, დღიურს და იწყებენ წერას, იხსენებენ იმას რაზეც ძილის დროს ფიქრობდნენ, ვფიქრობ, არაცნობიერი ის სამყაროა, რომელიც ადამიანს ამარაგებს ძალით, რათა მან შეძლოს შექმნას რაღაც ღირებული. არ ვიცი დოსტოევსკის შემთხვევაში რა ვთქვა, ალბათ მასთანაც დიდი გავლენა იქონია არაცნობიერმა. ის ეხება რელიგიას, ეხება მამის მკვლელობას, ლტოლვას, ამ ყველაფერს კი ცნობიერი კრძალავს. მასასადამე მე მაქვს საფუძველი იმისა, რომ ვიფიქრო, დოსტოევსკიზე მეტია არაცნობიერის გავლენა ვიდრე ცნობიერისა. რადგანაც ის ცდილობს გაარღვიოს საზღვრები, შეიჭრას მთლიანად ადამიანის ფსიქიკაში და თქვას ხმამაღლა ყველაფერი ის, რისი ხმამაღლა თქმაცა და გაფიქრებაც ადამიანს აშინებს.

ბ) ლტოლვა და სიამოვნება-უსიამოვნების შეგრძნება

ერთ-ერთი     რამ რაც ადამიანების სურვილისთვისაა დამახასიათებელი, არის სექსუალური ლტოლვა. რატომღაც მგონია, რომ ადამიანები ამას უფრო ძნელად უმკლავდებიან ვიდრე სხვა სურვილებს. ხშირ შემთხვევაში კი მათ არ შესწევს ძალა, იმისა, რომ ეს ლტოლვა დათრგუნონ.  ადამიანი შეპყრობილის, სურს ისწრაფოდეს სიამოვნებისაკენ, ხოლო ლტოლვა მისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზაა. „ ძმებ კარამაზოვებში “ ჩვენ ვხედავთ, რომ სექსუალური ლტოლვა ხდება დაპირისპირების მიზეზი მამა შვილს შორის, ისინი ამ ლტოლვას განიცდიან ერთი ქალის მიმართ. ლტოლვა ადამიანს განაცდევინებს უსიამოვნება-სიამოვნების შეგრძნებას. თუმცა სიამოვნების პრინციპი შეზღუდულია ცივილიზაციის  შედეგად.  პირველყოფილ ადამიანებთან სხვაგვარად იყო, მათ არ გააჩნდათ კულტურა რის გამოც ეს აკრძალვებიც არ ვრცელდებოდა. ხოლო მას შემდეგ რაც ცივილიზაცია შეიქმნა,
_____________________
[1] ნინო მშვენიერაძე-ადამიანი როგორც შემოქმედი, გონითი არსება (ფილოსოფიური ანთროპოლოგია) ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური ანთროპოლოგია გვ63.

„ სოციალური და ზნეობრივი აკრძალვების გავლენით, სიამოვნების პრინციპი შეიზღუდა რეალობის პრინციპით. “ [1]  არაცნობერის სურვილები სეზღუდა ცნობიერმა, მან აიძულა რომ ამ ყველაფერზე უარი ეთქვა. და რადგანაც ადამიანში არაფერი ხდება ისე, თუკი მან ცნობიერი არ გაიარა, არაცნობიერი რჩება ზღვარს მიღმა და ელოდება ცნობიერის გათიშვის მომენტს. თუმცა, როგორც ვთქვი, არსებობენ დოსტოევსკის მსგავსი ადამიანები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებაში გამოხატავენ მათ სურვილებს, ავიღოთ თუნდაც მიხეილ ბულგაკოვის „ ოსტატი და მარგარიტა “ აქაც ხომ სწორედ იმ სიამოვნების შეგრძნებაზეა საუბარი, რომელსაც ადამიანი განიცდის, მაშინ, როცა ყოველგვარი ვალდებულებისა და შეზღუდვებისგან თავისუფლდება. მარგარიტა, რომელმაც თავი დააღწია მოსაწყენ ცხოვრებას, ახლა ბედნიერია, მისი ლტოლვა თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ განხორციელდა, ახლა კი ტკბება ყოველი მომენტის შეგრძნობით. ყოველ ადამიანში დევს რაღაც რაც მას უბიძგებს სხვაგვარი ქმედებისაკენ, მაგრამ ზღუდავს მას ის ზღვარი, რომელიც ცივილიზაციამ დაუწესა. სწორედ ამიტომ ეს სურვილები და ლტოლვები გადადის სიზმარში, ან კიდევ მხატვრულ ნაწარმოებში. მომდევნო თავი სწორედ ამას შეეხება, მხატვრულ შემოქმედებას.

_____________________

[1]  ნინო მშვენიერაძე-ადამიანი როგორც შემოქმედი, გონითი არსება (ფილოსოფიური ანთროპოლოგია) ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზური ანთროპოლოგია გვ64.

წაიკითხე მეტი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s