ადამიანი, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსება

შესავალი

           ადამიანი შექმნიდან თავისუფალი ნების არსებად ითვლება, თუმცა თუკი პირველყოფილ ადამიანებს გავიხსენებთ, გაგვახსენდება ისიც, რომ მათ არ შეეძლოთ გაეაზრებინათ, რას ნიშნავს თავისუფალი ნების მქონე არსებად ყოფნა. პრიმიტებიდან დღემდე სამყარომ დიდი ევოლუცია განიცადა, დღეს სამყარო სრულიად სხვაგვარია, ყველა ადამიანს აქვს გონება და მათ შეუძლიათ მისი გამოყენება, იმ გამონაკლისების გარდა, რომელთაც არ შესწევთ ამის უნარი.  ადამიანს დღეს თავად შეუძლია აირჩიოს რომელი კულტურისა თუ რელიგიის მიმდევრად სურს ყოფნა, ეს ადრეც ხდებოდა თუმცა, ძველად თაყვანს სცემდნენ მზისა და მთვარის ღვთაებას, ყველაფერს რაც კი სამყაროში არსებობდა. ცივილიზაციის შემოსვლასთან ერთად ადამიანმა გააცნობიერა, რომ ყველაფერს ყავს ერთი შემქმნელი, ამას ამბობს, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, რომ ყველაფერი ღმერთმა შექმნა. ის რიტუალები, რომლებიც ძველად სრულდებოდა დღეს აღარ არსებობს, თუმცა ისტორიამ შემოგვინახა. ბერძნულ მითოლოგიებში კარგადაა აღწერილი თუ რატომ ცემდნენ ამა თუ იმ ღვთაებას თაყვანს. დროთა განმავლობაში კი ადამიანმა დაიწყო აზროვნება, რის შემდეგაც მას შინაგანად სხვა ფასეულობები და მოთხოვნილებები ჩამოუყალიბდა. ახლა ადამიანებმა იციან, რომ თავისუფალი ნების მქონენი არიან და რომ მათ აქვთ უფლება აღიარონ ის მრწამსი, რომელიც მათთვის მისაღებია. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლობის მიმდევრები არ დამეთანხმებოდნენ და მეტყოდნენ, რომ ჭეშმარიტ ქრისტეს მხოლოდ ისინი აღიარებენ. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად მართლმადიდებელი ვრ, მივესალმები და პატივს ვცემ თითოეული თავისუფალი ნების მქონე ადამიანის გადაწყვეტილება. ყველა ირჩევს იმ გზას, რომლითაც ფიქრობს, რომ მივა ღმერთთან.

ჩემი მიზანია წარმოვადგინო, როგორია ადამიანად და თავისუფალი ნების მქონე არსებად ყოფნა. შევეხები ადამიანის ბუნებას, მის თავისუფლებას, რელიგიას, ბერძნულ მითებს და ა. შ.

თავი I

რაში გამოიხატება ადამიანის თავისუფალი ნება

        ადამიანი, როგორც ვთქვი, არის თავისუფალი ნების მქონე არსება, მისი თავისუფლება კი გამოიხატება მის ქმედებებში, არჩევანში, რომელსაც ის აკეთებს თავისი თავის საკეთილდღეოდ. ეს შესაძლოა არ იყოს მისთვის კარგი, მაგრამ ეს მისი არჩევანია და თავისუფალი ნება. სწორედ ამიტომ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, ყველას აქვს უფლება თავისი თავისუფალი ნება გამოიყენოს ისე, როგორც მას სურს. ეკლესიური გაგებითაც ამგვარადაა, ადამიანია პასუხისმგებელი ყოველ მის მოქმედებაზე, მის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე.  დავით ციცქიშვილი- თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის პედაგოგი  ამასთან დაკავშირებით  წერს, რომ „ საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს. “ [1] თუკი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მცდარი გზით იაროს, ეს მისი არჩევანია, ჩვენ ვერაფერს შევცვლით, მით უფრო მაშინ, როცა მათ იციან ჭეშმარიტი გზის არსებობის შესახებ. თანაც ღმერთმა თავად მიანიჭა თავისუფალი ნების ქონა ადამიანს, ის ასეთად სწორედ მან შექმნა.

შესაძლოა დავუშვათ, რომ არსებობს ბედისწერა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ბედისწერის მიხედვით მოქმედებს. გარკვეულ  მოვლენებს ადამიანი მიაწერს სწორედაც, რომ ბედისწერას, მაგრამ იმას არ უკვირდება, რომ ეს ყოველივე თავისივე ქმედებებიდან გამომდინარეობს. ადამიანი ხომ თავად ქმნის თავისივე ბედისწერას. პირველმა ადამიანებმა, ადამმა და ევამ თავად აირჩიეს გაესინჯათ აკრძალული ხის ნაყოფი და ცოდვის გზას დასდგომოდნენ, ეს არ იყო არავითარი ბედისწერა, ეს იყო მათი არჩევანი. ხშირად ხდება, რომ ადამიანები თავის ბედსაც მისტირიან, რომ რა უბედურები არიან მათი ბედის გამო, მაგრამ, იმისათვის, რომ ეს უბედურება ბედნიერებით შეცვალონ, არაფერს არ აკეთებენ, და ელოდებიან, თუ ოდის შეიცვლება მათი ბედი. ამ ლოდინში კი გადის წლები. ადამიანმა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ბოლომდე, რომ ის თავად ქმნის თავის ბედს, მისი გამარჯვებაც და მარცხიც თავისი ქმედებებიდან გამომდინარეობს. თუკი იცი, რომ რომელიღაც გზაზე სიარული ცუდს მოგიტანს, ეს ბედისწერას კი არ უნდა დააბრალო, არამედ უნდა აირჩიო თავად წახვალ ამ გზაზე თუ სხვა გზით ივლი. ასე და ამგვარად, ადამიანები არიან სრულიად თავისუფალი ნების მქონენი, მათი სურვილისა და არჩევანის შედეგად იქმნება ბედისწერაც. ღმერთმა შექმნა სამყარო და ადამიანი დანარჩენი ი თავად ადამიანს მიანდო. დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი წერს: „ თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? “ [2] თავიანთი გამოცდილების შედეგად ხვდებიან ადამიანები რა არის კარგი და რა ცუდი, სწორედ ამიტომ არიგებენ ბავშვებსაც. აქედან გამოდის, რომ მათ არ სჯერათ ბედისწერის, და იციან,

_______________

[1] დავით ციცქიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი „მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“

[2] დავით ციცქიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი „მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“

რომ ყველაფერი თავად მათზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავიანთ თავს, ისე ბავშვებსაც ბედს მიანდობდნენ. რატომ უნდა იმუშაო, რატომ უნდა ისწავლო თუკი მაინც ყველაფერი ისე იქნება როგორც ბედისწერა გადაწყვეტს?- პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული ბედისწერის არსი, მათ ჰგონიათ, რომ ყოველი მათი ქმედება განსაზღვრულია, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არაა. ყველაფერს წყვეტს ადამიანი და არა ბედისწერა.

წაიკითხე მეტი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s